თარგმანი

вторник, 10 июня 2014 г.

ბაღის ფრინველთა საათი



                                    ბაღის ფრინველთა საათი


20112 წლიდან  აქტიურად  ვმონაწილეობთ  გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში "  ბაღის ფრინველთა საათი " ,სადაც მოსწავლეები ინტერესით ეცნობიან ჩვენს რეგიონში ბინადარ ფრინველებს . აკვირდებიან და აღრიცხავენ თითოეულ მათ მოძრაობას , მონაცემები შეაქვთ შესაბამის ცხრილში და აგზავნიან გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის გვერდზე . წელსაც  2014  წლის 22 მაისს მივიღეთ მონაწილეობა











воскресенье, 8 июня 2014 г.

ჩემს შესახებ

                                            ავტობიოგრაფია


დავიბადე 1970 წლის 4 აპრილს საჩხერის რაიონის სოფ. ჭალაში.  დავამთავრე ჭალის საშუალო სკოლა . 1990-95 წლებში  დავამთავრე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი . 1991 წლიდან ვმუშაობ ჭალის საჯარო სკოლაში  მასწავლებლად. მაქვს 23 წლის მუშაობის სტაჟი , სადაც დღესაც ვაგრძელებ მუშაობას. გავლილი მაქვს განათლებისა სამინისტროსა და მასწავლებელთა სახლის მიერ დაგეგმილი ტრენინგები. საინფორმაციო ტექნოლოგიების პირველი - მეორე დონე . ინკლუზიური განათლების ტრენინგები , პროფესიული და  სწავლის  თეორიების ტრენინგები. 2012 წელს გავიარე სერთიფიცირების გამოცდები , რის  წარმატებით ჩაბარების შემდეგ გავხდი სერთიფიცირებული მასწავლებელი. ჩემი მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ოლიმპიადებსა და კონფერენციებში  სადაც გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ.    მივიღე მონაწილეობა  და განვახორციელეთ მრავალი პროექტები :  ირმის ნახტომი,  გლობალური დათბობა, ჩემი მშვენიერი სამყარო . ყოველწლიურად ვატარებ სამოდელო გაკვეთილებს, შიდა სასკოლო კონფერენციებს.გასვლით გაკვეთილებსა და სხვა. მყავს სადამრიგებლო კლასი, რომელთანაც აქტიურად ვატარებ სხვადასხვა ღონისძიებებს , ყოველწლიურად დავდივართ ექსკურსიებსა და ლაშქრობებში . იმედი მაქვს მომავალშიაც წარმატებით გავაჰრძელებ მუშაობას

წლიური სამუშაო გეგმა

2014 წლის სამუშაო გეგმა

ინდივიდუალური პროფესიული განვითარების  წლიური გეგმა

ნინო აბაშიძე    ჭალის საჯარო სკოლის   ბიოლოგიის მასწავლებელი

ჩატარებული აქტივობები
1.       სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში
ჩატარების დრო
პირველი სემესტრი
   შენიშვნა
2.       პროექტზე დაფუძნებული სწავლება
1 დეკემბერი- შიდსთან ბრძოლის საერთაშორისოდღე

3.       ისტ-ის გამოყენება
მაქსიმალურად გამოვიყენებ ინტერნეტს ჩემს მუშაობაში
   სისტემატიურად

4.       მოსწავლეთა აღმზრდელობითი პროცესი და არაფორმალური განათლება
მშობლებთან  ურთიერთობა საჭიროების მიხედვით
აქტიური მონაწილეობა გამოფენებსა და ღონისძიებებში

5.       სასწავლო რესურსების შექმნა და მოზიდვა
მოსწავლეებთან ერთად ნახატები, მოდელებისა დაჰერბარიუმის შექმნა
სასწავლო პროგრამების მიხედვით

6.       მოსწავლეთა მიღწევები
მოსწავლეთა მონაწილეობა კონფერენციებსა და ოლიმპიადებში
წლის მეორე ნახევარი

7.       თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე
ტრენინგებსა დაკონფერენციებში მონაწილეობა. გაკვეთილის თვითშეფასების ჩანაწერების კეთება
სისტემატიურად

8.       თანამშრომლობა კოლეგებთან და ცოდნის გაზიარება
კოლეგების დასწრება , მათი შეფასებისა და გამოცდილების გაზიარება , კრიტიკული მეგობარის აქტიური გამოყენება, კათედრის სხდომებზე გაკვეთილების განხილვა
სისტემატიურად