თარგმანი

ტრენინგი

ტრენინგი



მოგესალმებით   ნინო აბაშიძე,   ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი 2012 წლიდან .   ვმუშაობ საჩხერის რაიონის სოფ. ჭალის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად. 2013 წლიდან ჩართული ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ქსელში . გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგი სახელწოდებით ;მასწავლებელთა პროფესიული განვითარება თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება: 2 დღიანი (10 სთ).ტრენინგს გვიტარებდა ტრენერი ნინო ჩიხრაძე.2013 წლის სექტემბერში
პირველ დღეს დავგეგმეთ სამუშაო გეგმა ,  ჯგუფურად ვიმუშავეთ პრაქტიკულ სამუშაოზე.ტრენინგზე გავეცანით ძირითად მეთოდიკურ  ორიენტირებს, პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს,  წარმატებული სკილის მახასიათებლებს, სტანდარტებსა და ინდიკატორებს, როგორ შევუწყოთ ხელი  მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას . გავეცანით იმ ფორმებს , თუ როგორ უნდა  დავგეგმო ჩემი მუშაობა  მთელი წლის მანძილზე იმისათვის რომ ჩემი მუშაობა იყოს უფრო შედეგიანი და შედეგი მისაღწევი. გავიგე ასევე როგორ მივაღწიო პირველ და უმაღლეს კატეგორიებს და რა მჭირდება ამისათვის , თითოეულ აქტივობას რამდენი კრედიტი აქვს მინიჭებული . თითოეული ტრენინგი , ჩემის აზრით,  ხელს შეუწყოფს ჩემს პროფესიულ ზრდას.
ინდივიდუალური პროფესიული განვითარების  წლიური გეგმა
ჩატარებული აქტივობები
1.       სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში
ჩატარების დრო
პირველი სემესტრი
   შენიშვნა
2.       პროექტზე დაფუძნებული სწავლება
1 დეკემბერი- შიდსთან ბრძოლის საერთაშორისოდღე
3.       ისტ-ის გამოყენება
მაქსიმალურად გამოვიყენებ ინტერნეტს ჩემს მუშაობაში
   სისტემატიურად
4.       მოსწავლეთა აღმზრდელობითი პროცესი და არაფორმალური განათლება
მშობლებთან  ურთიერთობა საჭიროების მიხედვით
აქტიური მონაწილეობა გამოფენებსა და ღონისძიებებში
5.       სასწავლო რესურსების შექმნა და მოზიდვა
მოსწავლეებთან ერთად ნახატები, მოდელებისა დაჰერბარიუმის შექმნა
სასწავლო პროგრამების მიხედვით
6.       მოსწავლეთა მიღწევები
მოსწავლეთა მონაწილეობა კონფერენციებსა და ოლიმპიადებში
წლის მეორე ნახევარი
7.       თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე
ტრენინგებსა დაკონფერენციებში მონაწილეობა. გაკვეთილის თვითშეფასების ჩანაწერების კეთება
სისტემატიურად
8.       თანამშრომლობა კოლეგებთან და ცოდნის გაზიარება
კოლეგების დასწრება , მათი შეფასებისა და გამოცდილების გაზიარება , კრიტიკული მეგობარის აქტიური გამოყენება, კათედრის სხდომებზე გაკვეთილების განხილვა
სისტემატიურად

Комментариев нет:

Отправить комментарий