თარგმანი

ტრენინგი 2

                                             ტრენინგი  

                        ინკლუზიური განათლება

2014 წლის 22 თებერვალს  გავიარეთ ტრენინგი ინკლუზიური განათლების შესახებ 
ტრენინგი დაგეგმილი იყო  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 
ტრენინგს ატარებდა  ეკა სეთურიძე
1  დღე------------  პირველი მოდული
ქალბატონმა ეკამ გაგვაცნო  თუ რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება.  სკოლა უნდა მოერგოს სსსმ მოსწავლეს. გავეცანით თუ ვინ შეიძლება იყოს სსსმ  მოსწავლე .   ევრი რამ გავიგეთ  თუ  რა სიმპტომები ახასიათებს ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეს , დაუნის სინდრომით, აუტიზმით , ბავშვთა ცერებრალური დამბლით, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურით, დისლექსიით, სენსორული დარღვევით , ქცევისა და ეპილეფსიით, სოციალური  ხელმიშვებულობით, ეკონომიური სიდუხჭირით. 
შევისწავლეთ ინტელექტუალური დარღვევები და მისი განმსაზღვრელი ტესტი IQ
როგორ უნდა ვიმუშაოთ სსსმ მოსწავლეებთან , როგორ უნდა დავგეგმოთ  გაკვეთილები
2  დღე--------მეორე მოდული
მეორე დღემ უფრო საინტერესოდ ჩაიარა, რადგან ამ დღეს გავეცანით თითოეულ  დარღვევებს:  დაუნის სინდრომი ,  აუტიზმი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, დისლექსია  ( სწავლის უნარი დაქვეითება) , ყურადღების  დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ვილიამსის სინდრომი,  ალკოჰოლური სინდრომით გამოწვეული ფიზიკური ნიშნები:  როგორი  სიმპტომებით ხასიათდებიან ასეთი მოსწავლეები  და სწავლის სტრატეგიები ,  როგორ უნდა მოხდეს მათიჩართვა სასწავლო პროცესში
3 დღე --------------- მესამე მოდული
მესამე დღე  თრენინგის   ძალიან საინტერესო და ხალისიან ვითარებაში ჩატარდა,
რადგან იმ დღეს გავეცანით პედაგოგის შეფასებას სსსმ მოსწავლის .
როგორ უნდა შედგეს ისგ.  გრძელვადიანი და მოკლევადიანი , გავარჩიოთ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები.  სასურველია შეფასება ხდებოდეს სხვადასხვა მასწავლებლების  და სპეციალისტების მიერ ერთობლივად .
მოსწავლე უნდა ფასდებოდეს  შემეცნებითი უნარების მეხსიერების, აღქმის, აზროვნების, ყოფაქცევისა და ფუნქციური უნარების მხრივ
გავიარეთ პრაქტიკული სამუშაო  ჯგუფში რამაც საინტერესოდ და ხალისიან ვითარებაში ჩაიარა
4 დღე------------- მეოთხე მოდული
ესგ-ის პრინციპები და მისი მორგება სსსმ მოსწავლეზე.
ვითვალისწინებთ ესგ-ის განხილვის დროს  რისი ათვისება შეუძლია მოსწავლეს
ესგ-ის განხილვის ეტაპები
1.  ინფომაციის შეგროვება
2. მიმართულების განსაზღვრა
3. ისგ-ის   შემუშავება
4. ისგ-ის განხორციელება
5. ისგ-ის გადახედვა და განახლება
სსსმ მოსწავლისათვის ვახდენთ ესგ-ს მოდიფიცირებას :  რა ვასწავლოთ , როგორ ვასწავლოთ , ისგ -ს შემუშავება და დამტკიცება , გაკვეთილის დაგეგმვა.
განვიხილეთ პრობლემური ქცევა და მისი სტრატეგიები, ქცევაზე დაკვირვების ფორმები , პოზიტიური და ნეგატიური განმამტკიცებელი
და ბოლოს  რა დადებითი მნიშვნელობა აქვს კეთებით სწავლას.
5 დღე   ---------მეხუთე მოდული
დამამთავრებელ დღეს შევასრულეთ  ტესტური დავალება , რომელიც ძალიან გამიადვილდა , იმედია დადებით შეფასებას მივიღებ და სერტიფიკატსაც დავიმსახურებ.
მადლობა ჩვენს ტრენერ ეკა სეთურიძეს ასეთი საინტერესო მუშაობისათვის.



Комментариев нет:

Отправить комментарий