თარგმანი

პროექტი ჩემი მშვენიერი სამყარო

პროექტი ჩემი მშვენიერი სამყარო

პროექტი   ყვავილები

პროექტი:   ჩემი მშვენიერი სამყარო
საჩხერის რაიონის სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი :  ნინო აბაშიძე
ჭალის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი:
საკონტაქტო მონაცემები:   ტელ. 551052467
                                             ელ. ფოსტა:  ninoabashidze43@gmail.com
პროექტის ხანგრძლივობა  2 თვე
პროექტში ჩართულია  სკოლის დირექტორი : გ. ჩხიტუნიძე
                                                           მოადგილე: ა. გომართელი
პედაგოგები:  ა.აბაშიძე                                                                                                                                                                                      
                        თ. ტაბატაძე
                       ნ. კუპატაძე
                        ო. მაჭავარიანი
ტექნიკური მუშაკები:  ე. დავაძე , გ. დავაძე
სკოლის მოსწავლეები: IX—X—XI კლასი
მოსათხოვი თანხა:  2100  ლარი

                                   პროექტის აღწერა
                              ჩემი მშვენიერი სამყარო
საჩხერის რაიონის სოფელი ჭალა ზემო იმერეთის ერთ-ერთი დიდი და ლამაზი სოფელია. იგი გაშენებულია ზემო იმერეთის დედა მდინარის --ყვირილის ორივე მხარეს . სოფელი მდიდარია ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლებით : XI ს -ის მაცხოვრის ტაძარი, XVI -ს-ის აბაშიძეების კარის  წმინდა გიორგის ტაძარი და სხვა. ამჟამად სოფელში ფუნქციონირებს  ჭალის საჯარო სკოლა , სოფლის სამედიცინო  ამბულატორია, მუნიციპალიტეტი და სხვა.
მიუხედავად იმისა რომ სოფელში ეკოლოგიური მდგომარეობისა და გამწვანების მიზნით ხორციელდება ღონისძიებები : დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფლის ცენტრი, ნაწილობრივ გავამწვანეთ  სკოლის ეზო , მაგრამ გატარებულ ღონისძიებებს  პრევენციული ხასიათი აქვს  და არსებით გავლენას ვერ  ახდენს საერთო  მდგომარეობაზე. დაბინძურებულია მდინარე ყვირილის ხეობა , ნაგვით და სხვა სამშენებლო  ნარჩენებით . თითქმის ყველა უბანშია მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელები, არასტანდარტული სასმელი წყალი . სოფელში არა არის სკვერი  და მწვანე ნარგავები. ეკოლოგიური პრობლემების მოუწესრიგებლობის გამო  დაზღვეული არ ვართ წყლით გადამტანი  და სხვა ინფექციებიდან , რომელსაც ბევრი ზიანის მოტანა შეუძლიათ არა მხოლოდ ჩვენთვის , არამედ მომავალი თაობის ჯანმრთელობისათვის .
მდინარე ყვირილა ცხელ ზაფხულში სოფლის მაცხოვრებელთა  და დამსვენებელთა დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს , ამასთან შეიძლება ითქვას რომ ის კანის დაავადებათა გავრცელების საშიშროების ერთ-ერთი კერაა. ასევე საფრთხეს უქმნის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის სიცოცხლეს, დიდია რისკები ღორის გრიპის გავრცელებისა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ყოველ თვეში ეწყობა შაბათობები ეზოს მაინც აკლია მწვანე საფარი, რაც ყვავილების გაშენებაში გამოიხატება, რადგან  სკოლა სოფლის ცენტრში მდებარეობს და ყველა მნახველის თვალისათვის მისაწვდომია. მისი გადახრიოკებული ადგილები ყველასათვის თვალშისაცემია.
პროექტის მთავარი იდეა:     სკოლის ტერიტორიაზე არსებობს  სათბური , რომელიც ამჟამად არ  ფუნქციონირებს, გადავწყვიტეთ სკოლაში არსებულმა ეკოჯგუფის წევრებმა მისი ამუშავება :  ყვავილების ჩითილების გამოყვანა , ვარდების ვეგეტატიურად გამრავლება ,სკოლის ეზოსა და მისი შემოგარენის გალამაზება.
პროექტის მიზანი:  მოსწავლე ახალგაზრდობის  გარემოსდაცვითი ღონისძიებებში ჩართულობის უზრუნველყოფა და მათში ბუნების დაცვის თვითშეგნების ამაღლება, ეკოკლუბებში გართიანებული მოსწავლეების საშუალებით მთელი სკოლის ახალგაზრდობის ჩართულობა სოფლის გამწვანება -გალამაზების საქმეში . ბავშვებმა უნდა შეძლონ სათბურში არსებული მიწის დამუშავება. მოიძიონ ინფორმაციები დეკორატიული მცენარეების , მათი მოყვანისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. შეისწავლიან მიწის ნაყოფიერებას და მისი გაზრდისათვის  შესაბამის სასუქების შერჩევას , გათბობის სისტემის წყაროების მოძიებას , რითაც მოსწავლეებს გაუძლიერდებათ ბუნების სიყვარული , დააფასებენ საკუთარი სოფლის რესურსებს.
პროექტის განხორციელების გზები  : 
1.      სათბურის გასუფთავება სარეველებისაგან 
2.      მიწის დამუშავება-გაფხვიერება
3.      ნიადაგის შედგენილობის შესწავლა , სასუქების შეძენა და მისი შეტანა
4.      დეკორატიული ყვავილების თესლების შეძენა
5.      გათბობის სისტემის მოწესრიგება
6.      ორგანული სასუქის შეტანა
7.      თესლების დათესვა
8.      მათი მორწყვა
9.      ჩითილების განვითარებაზე დაკვირვება
10.  სათბურში გათბობის უზრუნველყოფა
11.  ჩითილების გამოხშირვა, ნიადაგის გაფხვიერება
12.  გაზაფხულზე სკოლის ეზოს დასუფთავება - დამუშავება
13.  ჩჲთილების გატანა ღია გრუნტში
მოსალოდნელი შედეგი და პროდუქტი: ამ პროექტის განხორციელებით კეთილმოეწყობა სკოლის ეზო და მისი შემოგარენი, მოსწავლეებში გაიზრდება ინტერესი  ბუნების დაცვისა და მისი მოვლისა , სხვადასხვა მცენარეების შესახებ მიიღებენ ახალ ინფორმაციებს, შეისწავლიან მათი მოვლის წესებს, გამწვანდება ეზო, მიეჩვევიან ჯგუფური მუშაობის მეთოდებს , ისწავლიან ერთმანეთის პატივისცემასა და თანაგრძნობას ,გამოუმუშავდებათ  ბუნების შემეცნებისა ,  დაფასებისა და მისი სილამაზის აღქმის  უნარი . ისწავლიან მოძიებული მასალის დახარისხებას და ელექტრონული პრეზენტაციების მომზადებას . პროექტი ხელს შეუწყობს იმას,  რომ მოსწავლეები გარკვეულ წვლილს შეიტანენ ეკოლოგიური პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებაში .
პროექტის მდგრადობა:  პროექტის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება , რადგან  სკოლას გააჩნია სათბურის თანამედროვე  ტიპის შენობა--10X15
150 მ2  .
მოსწავლეებმა გამოთქვეს ინტერესი , რომ სკოლის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის  პარალელურად იზრუნებენ სოფლის ცენტრში ყვავილნარის  სკვერის მოწყობაზე. ასევე სოფლის ამბულატორიისა და მუნიციპალიტეტის , სოფლის ტერიტორიაზე მდებარე დაწყებითი  სკოლის ეზოს ყვავილნარის მოწყობისათვის .
სამუშაოებში ჩართავენ აღნიშნული დაწესებულებების თანამშრომლებს და სამუშაოები მუდმივ განახლებადი იქნება.
ამრიგად პროექტი მდგრადი და გრძელვადიანი  სარგებლობის  იქნება  და ამიტომ არის სასიკეთო , როგორც პოტენციური დაფინანსებისთვის , ასევე სოფლის თემისათვის .
სათბურის აღდგენისთვის საჭირო რესურსები
ჩამონათვალი
რაოდენობა
ერთეულის ფასები
სულ ჯამი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
თოხი
ბარი
ფოცხი
თასი ალუმინის
საყვავილე ქოთნები
მინ. სასუქი
ორგანული სასუქი
პატარა თოხი
მინი ტრაქტორი
ყვავილების თესლები
პლასტმასის  მილი
5 ცალი
5 ცალი
5 ცალი
2 ცალი
20 ცალი
15 კგ
2 მანქანა
3 ცალი
1 ცალი
100
50 მ.
5ლარი
6 ლარი
7 ლარი
15 ლარი
3 ლარი
1 ლარი
20 ლარი
12 ლარი
1700 ლარი
5-8-20 ლარი
1 ლარი
25 ლარი
30 ლარი
35 ლარი
30 ლარი
60 ლარი
15 ლარი
40 ლარი
36 ლარი
1700 ლარი
60 ლარი
50 ლარი

სასწავლო პროექტის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
1-4
5-6
7-8
9-10
ინფორმაციის მოძიების წყაროები
იყენებს მხოლოდ საკუთარ ცოდნას,არ აქვს მოპოვებული ინფორმაცია.
მეტნაკლებად მოწესრიგებულია, ზოგადად შეესაბამება პროექტის შინაარსს.
თემის ირგვლივ ინფორმაცია მოიპოვება,მაგრამ არის მცირე ხარვეზები.
თემის ირგვლივ მოპოვებული ინფორმაცია საინტერესოა, მოჰყავს არგუმენტირებული მაგალითები.
ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა
ვერ ახერხებს ჯგუფთან მუშაობას.
ნაწილობრივ მუშაობაში შედის ჯგუფთან.
ახერხებს მეტწილად მუშაობას ჯგუფთან.
აქტიურად ართმევს თავს ჯგუფთან ერთად მუშაობას.
პრეზენტაცია
არ/ ვერ აკეთებს პრეზენტაციას
გადმოსცემს სხვისი დახმარებით, უჭირს არგუმენტირება.
შეუძლია ცოდნის დემონსტრირება არგუმენტირებულად.
ორიგინალურად, არგუმენტირებულად, ლიმიტირებულად  წარმოაჩენს პრეზენტაციას.

Комментариев нет:

Отправить комментарий