თარგმანი

ღია გაკვეთილები

ღია გაკვეთილი IX კლასი თემა მემკვიდრული დაავადებები

                ღია   გაკვეთილი    

            კლასი     IX   

ღია    გაკვეთილი    ბიოლოგიაში
გაკვეთილის თემა
მემკვიდრული ცვალებადობა
2. სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო, IX
 3. საგანი; მასწავლებლის სახელი, გვარი
        ბიოლოგია
ნინო აბაშიძე
4. მოსწავლეთა რაოდენობა
24 მოსწავლე
 5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთარაოდენობა და პროფილი
          არ არის                                                
 6. სასწავლო მიზნები
მოსწავლემ შეძლოს მემკვიდრული ცვალებადობის სხვადასხვა ფორმის მიზეზისა და შედეგის ახსნა, ივარაუდოს ამ ცვლილებების შედეგად განვითარებული ზოგიერთი დაავადების ნიშნები. შეადგინოს ანკეტა ქრომოსომული დაავადებების მქონე (მაგ. დაუნის სინდრომით) ადამიანთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესასწავლად.
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ბუნ. IX.2. მოსწავლე განმარტავს მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის თავისებურებებს.
  • გეგმავს და ატარებს გამოკითხვას ქრომოსომული დაავადებების მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესასწავლად. აანალიზებს მონაცემებს, აყალიბებს საკუთარ პოზიციას და წარმოადგენს რეფერატის სახით.
  • ქმნის ნიშანთვისებაზე გარემო ფაქტორების მიზეზშედეგობრივი კავშირის ცხრილს.
 8. თანმიმდევრობა(აქტივობა და დრო)
            აქტივობა 1. გონებრივი იერიში
კითხვა-პასუხის გზით                                                                                                        დრო: 10 წთ.
მიზანი: მოსწავლეთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის, ინფორმაციის დახარისხების, მსჯელობისა და ანალიზის უნარ–ჩვევების განვითარება.
აღწერა: მასწავლებელი სვამს კლასის წინაშე შემდეგ კითხვებს: როგორი მეცნიერებაა გენეტიკა? რა არის გენი? რა არის გენოტიპი და ფენოტიპი? რამდენი ქრომოსომა აქვს ადამიანს  სომატურსა და სასქესო უჯრედში? როგორ ქრომოსომებს უწოდებენ აუტოსომებს და როგორს სასქესოს? რაზეა დამოკიდებული მომავალი ორგანიზმის სქესი? როგორი თანაფარდობით ჩნდებიან გოგონები და ბიჭები? როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იდენტური და არაიდენტური ტყუპები?
მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს და აგებენ სქემებს დაფაზე. 
                                                                                                                   აქტივობა 2  ჯგუფებში მუშაობა
მოსწავლეები დანაწილებული არიან 3 ჯგუფად .   თითოეულ ჯგუფს მიცემული ჰქონდათ დავალება მოსაძიებელი მასალა ინტერნეტის გამოყენებით და მოეხდინათ პრეზენტაცია
1 ჯგუფი ------  მენდელის 1 კანონი-ერთგვაროვნობის წესი                          ადამიანის გენეტიკის შესწავლა -გენეალოგიური მეთოდი                                                  მემკვიდრული დაავადებები--ალბინიზმი
II  ჯგუფი------მენდელის 11 კანონი  - დათიშვის კანონი                     ადამიანის გენეტიკა--ტყუპების მეთოდი                                               მემკვიდრული დაავადებები-პროგერია
III ჯგუფი-----მენდელის 111კანონი --ნიშან-თვისებათა დამოუკიდებლად განაწილების კანონი                                                       ადამიანის გენეტიკა--ციტოგენეტიკური მეთოდი                                 მამკვიდრული დაავადებები---დაუნის სინდრომი                       მოსწავლეები პრეზენტაციის დროს წარადგენენ ნახატებსა და ჯგუფის მიერ შექმნილ ნამუშევრებს
დრო 20 წთ
აქტივობა 3. ჯგუფებში ამოცანების გაკეთება  
                                  
თითოეულ ჯგუფს ურიგდება  გენეტიკური ამოცანები შესასრულებლად რის შემდეგაც აკეთებენ მის პრეზენტაციას
დრო  10 წთ
აქტივობა  4  შეფასება
დრო: 2 წთ.
მიზანი: მუშაობის შედეგების შეფასება.
აღწერა: მოსწავლეები ფასდებიან შეფასების სქემის მიხედვით.
 საკლასო მენეჯმენტი
სახელმძღვანელოები: IXკლ. ბიოლოგიის სახელმძღვანელო (ზაალიშვილი, იოსებაშვილი); მეცნიერების ენციკლოპედიაინტერნეტით. კომპიუტერი, პროექტორი.
 

კრიტიკული მეგობარი;           მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ აზრს , მსჯელობენ და აანალიზებენ მოძიებულ ინფორმაციას , იცავენ ჯგუფში მუშაობის წესებს.  შეუძლიათ არგუმენტირებულად დაასაბუთონ საკუთარი აზრი , იცავენ დროის ლიმიტს. თითქმის ყველა მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში

თვითშეფასება:       თითოეულ მოსწავლეს დაურიგდა  მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით მოსაძიებელი ინფორმაცია , რომელიც შეძლებისდაგვარად შეასრულეს . გამოავლინეს ინფორმაციის პრეზენტაციის დახარისხებისა და ანალიზის უნარი. შემდგომში გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვისათვის გამოვიყენებ  დისკუსიას                                                                                                                        



                                         

 შეფასების ცხრილი
შედეგები

1-2-3–4
5-6–7
8–10
 აქტიური მონაწილეობა

 პერიოდულად ერთვება, მაგრამ არა ნაყოფიერად
 აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
 აქტიურია, კონცტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
 აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა

 იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
 გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
 ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი დამაჯერებელი, არგუმენტირებული
 კონცენტრირება სამუსაოზე

 ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
 ძირიტადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულის სამუსაოზე
 სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა

 ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს
 უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
 ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია

Комментариев нет:

Отправить комментарий