ქ. თბილისის არჩილ ჯანაშვილის სახელობის ზოოლოგიის სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული ცენტრის 2014 წლის 04 ბრძანების შესაბამისად ნორჩ ნატურალისტთა წრეების 2014 წლის პროგრამა შესასრულებლად და კოორდინირების მიზნით გადაეცა ზოოლოგიური კვლევებისა და ეკოლოგიური განათლების სპეციალურ საბჭოს , რომელთანაც 3 ნოემბერს ჭალის საჯარო სკოლასა და ზოოლოგიური კვლევისა და ეკოლოგიური განათლების სპეციალურ საბჭოს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთერთთანამშრომლობის შესახებ.
06 ნოემბერს 2014 წელს ჩატარდა სხდომა სადაც ვიყავით მიწვეული . გაგვაცნეს ნორჩ ნატურალისტთა წრის მუშაობის შესახებ , წარდგენილი გვქონდა ჩვენი სამოქმედო გეგმა, მოსწავლეთა სახელობითი სია , შევქმენით ჩვენი ელექტრონული ფოსტა და ფეისბუკ გვერდი
საჩხერის რაიონის სოფელ ჭალის საჯარო სკოლა
ჭალის საჯარო სკოლის ნორჩ ნატურალისტთა წრის სამოქმედო გეგმა.
წრის ხელმძღვანელი :
ნინო აბაშიძე
ჭალის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი:
საკონტაქტო მონაცემები: ტელ. 551052467
პროექტის ხანგრძლივობა 2 თვე
პროექტში ჩართულია
სკოლის დირექტორი : გ. ჩხიტუნიძე
მოადგილე: ა. გომართელი
პედაგოგები:
ა.აბაშიძე
თ. ტაბატაძე
ნ. კუპატაძე
ო. მაჭავარიანი
ტექნიკური მუშაკები: ე. დავაძე , გ. დავაძე
სკოლის მოსწავლეები: IX—X—XI კლასი
მოსათხოვი თანხა:
641 ლარი
პროექტის აღწერა
ჩემი მშვენიერი სამყარო
საჩხერის რაიონის
სოფელი ჭალა ზემო იმერეთის ერთ-ერთი დიდი და ლამაზი სოფელია. იგი გაშენებულია ზემო
იმერეთის დედა მდინარის --ყვირილის ორივე მხარეს . სოფელი მდიდარია ისტორიისა და კულტურის
უმნიშვნელოვანესი ძეგლებით : XI ს -ის მაცხოვრის ტაძარი, XVI -ს-ის აბაშიძეების
კარის წმინდა გიორგის ტაძარი და სხვა. ამჟამად სოფელში ფუნქციონირებს ჭალის საჯარო სკოლა , სოფლის სამედიცინო ამბულატორია, მუნიციპალიტეტი და სხვა.
მიუხედავად იმისა
რომ სოფელში გამწვანების მიზნით ხორციელდება
ღონისძიებები : დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფლის ცენტრი, ნაწილობრივ
გავამწვანეთ სკოლის ეზო , მაგრამ გატარებულ
ღონისძიებებს პრევენციული ხასიათი აქვს და არსებით გავლენას ვერ ახდენს საერთო მდგომარეობაზე . სოფელში არ არის სკვერი და მწვანე ნარგავები.
მდინარე ყვირილა
ცხელ ზაფხულში სოფლის მაცხოვრებელთა და დამსვენებელთა
დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს , სკოლაში
ყოველ თვეში ეწყობა შაბათობები , სოფლის დაწესებულებებს აკლია მწვანე საფარი,ვფიქრობ პრობლემა მოგვარდება
ყვავილების გაშენებაში, რადგან სკოლა სოფლის ცენტრში მდებარეობს და ყველა მნახველის
თვალისათვის მისაწვდომია. ეზო კეთილმოუწყობელია, აკლია გამწვანება
პროექტის
მთავარი იდეა:
სკოლის ტერიტორიაზე არსებობს სათბური , რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, გადავწყვიტეთ სკოლაში არსებულმა
ეკოჯგუფის წევრებმა მისი ამუშავება : ყვავილების
ჩითილების გამოყვანა , ვარდების ვეგეტატიურად გამრავლება ,სკოლის ეზოსა და სოფლის დაწესებულებების
შემოგარენის
გალამაზება.
პროექტის მიზანი:
მოსწავლე ახალგაზრდობის გარემოსდაცვითი ღონისძიებებში ჩართულობის უზრუნველყოფა
და მათში ბუნების დაცვის თვითშეგნების ამაღლება, ეკოკლუბებში გართიანებული მოსწავლეების
საშუალებით მთელი სკოლის ახალგაზრდობის ჩართულობა სოფლის გამწვანება -გალამაზების საქმეში
. ბავშვებმა უნდა შეძლონ სათბურში არსებული მიწის დამუშავება. მოიძიონ ინფორმაციები
დეკორატიული მცენარეების , მათი მოყვანისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. შეისწავლიან
მიწის ნაყოფიერებას და მისი გაზრდისათვის შესაბამის
სასუქების შერჩევას , გათბობის სისტემის წყაროების მოძიებას , რითაც მოსწავლეებს გაუძლიერდებათ
ბუნების სიყვარული , დააფასებენ საკუთარი სოფლის რესურსებს.
პროექტის განხორციელების გზები :
1.
სათბურის
გასუფთავება სარეველებისაგან
2.
მიწის
დამუშავება-გაფხვიერება
3.
ნიადაგის
შედგენილობის შესწავლა , სასუქების შეძენა და მისი შეტანა
4.
ვარდების
საძირეების შეძენა
5.
გათბობის
სისტემის მოწესრიგება
6.
ორგანული
სასუქის შეტანა
7.
საძირეებზე
ვარდების დანამყენება
8.
მათი
მორწყვა
9.
მათ განვითარებაზე დაკვირვება
10.
სათბურში
გათბობის უზრუნველყოფა
11.
ნიადაგის გაფხვიერება
12.
გაზაფხულზე
სკოლის ეზოს დასუფთავება - დამუშავება
13.
ნერგების
გატანა ღია გრუნტში
მოსალოდნელი შედეგი და პროდუქტი:
ამ
პროექტის განხორციელებით კეთილმოეწყობა სკოლის ეზო და მისი შემოგარენი, მოსწავლეებში
გაიზრდება ინტერესი ბუნების დაცვისა და მისი
მოვლისა , სხვადასხვა მცენარეების შესახებ მიიღებენ ახალ ინფორმაციებს, შეისწავლიან
მათი მოვლის წესებს, გამწვანდება ეზო, მიეჩვევიან ჯგუფური მუშაობის მეთოდებს , ისწავლიან
ერთმანეთის პატივისცემასა და თანაგრძნობას ,გამოუმუშავდებათ ბუნების შემეცნებისა , დაფასებისა და მისი სილამაზის აღქმის უნარი . ისწავლიან მოძიებული მასალის დახარისხებას
და ელექტრონული პრეზენტაციების მომზადებას . პროექტი ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსწავლეები გარკვეულ წვლილს შეიტანენ ეკოლოგიური
პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებაში .
პროექტის მდგრადობა:
პროექტის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება , რადგან სკოლას გააჩნია სათბურის თანამედროვე ტიპის შენობა--10X15
150
მ2 .
მოსწავლეებმა
გამოთქვეს ინტერესი , რომ სკოლის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პარალელურად იზრუნებენ სოფლის ცენტრში ყვავილნარის სკვერის მოწყობაზე. ასევე სოფლის ამბულატორიისა
და მუნიციპალიტეტის , სოფლის ტერიტორიაზე მდებარე დაწყებითი სკოლის ეზოს ყვავილნარის მოწყობისათვის .
სამუშაოებში
ჩართავენ აღნიშნული დაწესებულებების თანამშრომლებს და სამუშაოები მუდმივ განახლებადი
იქნება.
ამრიგად
პროექტი მდგრადი და გრძელვადიანი სარგებლობის იქნება
და ამიტომ არის სასიკეთო , როგორც პოტენციური დაფინანსებისთვის , ასევე სოფლის
თემისათვის .
საჭირო რესურსები
№
|
ჩამონათვალი
|
რაოდენობა
|
ერთეულის ფასები
|
სულ ჯამი
|
1
2
3
4
5
6
7
8
9
|
თოხი
ბარი
ფოცხი
თასი ალუმინის
საყვავილე ქოთნები
მინ. სასუქი
ორგანული სასუქი
პატარა თოხი
სათბურის შუშა
|
5 ცალი
5 ცალი
5 ცალი
2 ცალი
50 ცალი
15 კგ
10 კვ. მ
3 ცალი
3 კვ. მ
|
5ლარი
6 ლარი
7 ლარი
15 ლარი
5 ლარი
1 ლარი
50 ლარი
12 ლარი
|
25 ლარი
30 ლარი
35 ლარი
30 ლარი
250 ლარი
15 ლარი
80 ლარი
36 ლარი
140 ლარი
|
ჯამი
|
|
|
|
641 ლარი
|
ნორჩ ნატურალისტთა წრის წევრები
მე 6 კლასი სადღობელაშვილი გიორგი
ჩხეიძე გია
მე- 8 კლასი ლიკა დავაძე
ანი ჩხიტუნიძე
ბექა ხახიშვილი
მე-9 კლასი ნანა ახვლედიანი
ნონა ხვედელიძე
გიორგი მიშველიძე
მე-10 კლასი შოთა ფურცელაძე
ქუჩიკო აბაშიძე
ნიკა დავაძე
ზაალ გურასაშვილი
მიშიკო ჩხიტუნიძე
მიშველიძე რეზო
აბაშიძე დავითი
კიპაროიძე გიორგი
ხვედელიძე მარიამი
ჩხიტუნიძე გიორგი
მე-7 კლასი ნამგლაძე გიორგი
სადღობელაშვილი ილია
ნორჩ -ნატურალისტთა წრის წევრების მონაწილეობით დავიწყეთ სათბურის ნიადაგის დამუშავება, წევრებმა დაბარეს და მოამზადეს სათბური ბოსტნეულის თესლების დასათესად