თარგმანი

вторник, 27 января 2015 г.

დაასუფთავე საქართველო

დაასუფთავე საქართველოს ფარგლებში ჩვენი სკოლაც ჩაერთო ამ პროგრამაში . ყველა კლასის მოსწავლეებს გავაცანი იდეა და ის თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პროექტის ფარგლებში. მოსწავლეები ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ იდეას და დაიწყეს თავიაანთ კლასებში ყუთების დადგმა მაკულატურისა და სხვადასხვა ნარჩენების შესაგროვებლად.
ჩვენი სკოლის ეკოკლუბში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა გააკეთეს გაზეთი , სადაც დეტალურადაა აღწერილი ამ პროექტის მიზანი და დავალებები.

суббота, 10 января 2015 г.

2014-2015 წლის სამუშაო გეგმა
ინდივიდუალური პროფესიული განვითარების  წლიური გეგმა

ნინო აბაშიძე    ჭალის საჯარო სკოლის   ბიოლოგიის მასწავლებელი

ჩატარებული აქტივობები
1.       სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში
ჩატარების დრო
პირველი სემესტრი
  შენიშვნა
2.       პროექტზე დაფუძნებული სწავლება
დეკემბერიშიდსთან ბრძოლის საერთაშორისოდღე
3.       ისტ-ის გამოყენება
მაქსიმალურად გამოვიყენებ ინტერნეტს ჩემს მუშაობაში
   სისტემატიურად
4.       მოსწავლეთა აღმზრდელობითი პროცესი და არაფორმალური განათლება
მშობლებთან  ურთიერთობა საჭიროების მიხედვით
აქტიური მონაწილეობა გამოფენებსა და ღონისძიებებში
5.       სასწავლო რესურსების შექმნა და მოზიდვა
მოსწავლეებთან ერთად ნახატებიმოდელებისა და  ჰერბარიუმის შექმნა
სასწავლო პროგრამების მიხედვით
6.       მოსწავლეთა მიღწევები
მოსწავლეთა მონაწილეობა კონფერენციებსა და ოლიმპიადებში
წლის მეორე ნახევარი
7.       თვითშეფასება და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე
ტრენინგებსა დაკონფერენციებში მონაწილეობაგაკვეთილის თვითშეფასების ჩანაწერების კეთება
სისტემატიურად
8.       თანამშრომლობა კოლეგებთან და ცოდნის გაზიარება
კოლეგების დასწრება , მათი შეფასებისა და გამოცდილების გაზიარება , კრიტიკული მეგობარის აქტიური გამოყენებაკათედრის სხდომებზე გაკვეთილების განხილვა
სისტემატიურად


пятница, 9 января 2015 г.

კონფერენცია

კონფერენცია
თემა:   1 დეკემბერი-- შიდსთან ბრძოლის
 საერთაშორისო     დღე
ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით
ჩატარების ადგილი :  საჩხერის მუნიციპალიტეტი
                              ჭალის საჯარო   სკოლა
რეზიუმე:   კონფერენციის  მთავარი არსი მდგომარეობს იმაში ,რომ მოსწავლეებმა გაითავისონ ის სავალალო მდგომარეობა,  რაც შიდსის კლინიკურ გამოვლინებას მოჰყვება, შეისწალიან მისი წარმოშობის ისტორიასა  და გავრცელებას. როგორია მისი სიმპტომები და ვინ წარმოადგენს რისკფაქტორს.  გაიგებენ  თუ როგორ უნდა დაიცვან თავი შიდსისაგან , რა არის შიდსი და რა მეთოდები არსებობს მის შესაჩერებლად და სამკურნალოდ, რა მაჩვენებელია შიდსით დაავადებულთა  მთელ მსოფლიოსა  და საქართველოში. გაიგებენ აგრეთვე  თუ რა გზებით გადაეცემა და როგორ უნდა მოვექცეთ დაავადებულ ადამიანს , გვერდში დავუდგეთ და არ გავრიყოთ საერთოდ საზოგადოებიდან.
ჩატარების თარიღი და ხანგრძლივობა:    29/XI ---2/XII  2014 წელი
კონფერენციაში მონაწილეობენ    VIII,  IX,   X,   XI  კლასის მოსწავლეები
                                          მიზანი                                                                                                                                                                                              
·         გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა     და           შეცნობის მიმართ;
·         განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება;
·         გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;
·         ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
·         გამოუმუშავდეს  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
·         განუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში  თავისი ადგილიგანსაზღვრა;
·         მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
გაცნობიერებული ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;
გააზრებული ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის.

კონფერენციის მსვლელობა და აქტივობები
თითოეული კლასის მოსწავლეებს აქვთ მიცემული დავალებები , მოსაძიებელი მასალა,  აკეთებენ პრეზენტაციას. 
VIII  კლასი --------------  შიდსის წარმოშობა და გავრცელება
IX  კლასი ---------------- საერთაშორისო მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში
X-XI  კლასი -------------- შიდსის სიმპტომები და მკურნალობა
პრეზენტაცია მიმდინარეოს მათ მიერ შექმნილი სლაიდ-შოუს თანდართვითა და ვიდეო კლიპების გამოყენებით .  შექმნილი აქვთ ნახატები ,  მოაწყვეს გამოფენა
ასევე   გაკეთებული აქვთ ბუკლეტები , სადაც ნაჩვენებია  შიდსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია. შექმნეს გაზეთი .
შედეგი :   მოსწავლეები მთელი კვირის მანძილზე მუშაობდნენ ჯგუფურად , რითაც განუვითარდათ  ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევები, თავისი ხელით  მოიძიეს ინფორმაციები შიდსის შესახებ და გაიღრმავეს ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით. მოახდინეს პრეზენტაცია და კიდევ ერთხელ  განუვითარდებათ ენობრივი უნარები.მოახდენენ ინფორმაციის  დახარისხებას და კლასიფიცირებას.


თვითშეფასება:        კვირეულის მანძილზე მე ვხედავდი როგორი გულმოდგინებითა და  დიდი ინტერესით  ასრულებდნენ მოსწავლეები მათზე დაკისრებულ დავალებებს.ცდილობდნენ მათი ნამუშევარი საუკეთესო ყოფილიყო, მუშაობის განმავლობაში  კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება  თუ საკითხი წამოიჭრა მათ წინაშე,რის გადაჭრასაც ცდილობდნენ ერთობლივად.  კონფერენცია წარიმართა საინტერესოდ , დმსწრე საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს  მოძიებულ ინფორმაციებსა და ვიდეო მასალას. ბოლოს მოსწავლეებმა  სკოლის დირექტორისაგან კარგი შეფასებაც დაიმსახურეს