თარგმანი

пятница, 31 января 2014 г.

სადამრიგებლო სააღმზრდელო პროგრამა

სადამრიგებლო სააღმზრდელო პროგრამა

n.abashidze1
 VIII კლასის  ხელმძღვანელის   სადამრიგებლო               წლიური   სამუშაო   გეგმა                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 კლასის ხელმძღვანელი: ნ.აბაშიძე                                                                                                                                                  2013-2014 სასწ.წელი

მერვე კლასში, სიით ირიცხება თორმეტი მოსწავლე, აქედან ექვსი გოგონა და ექვსი ვაჟია. კლასი მეგობრულია, არიან მოწესრიგებულნი, ადგილი არ აქვს დისციპლინურ გადაცდომებს, პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში. კლასი საშუალო დონისაა, ამიტომაც მთელი წლის განმავლობაში  დაგეგმილი  გვაქვს დამატებითი მეცადინეობების  ჩატარება  კლასის პედაგოგებთან  ერთად.                                                                                                                             გამიზნული მაქვს მშობლებთან ხშირი კონტაქტი. სწავლის დონის ამაღლებისთვის მათი ხშირი დასწრება გაკვეთილებზე, რათა დაინახონ  თავიანთი შვილების სუსტი და ძლიერი მხარეები და  შეძლებისდაგვარად  დაეხმარონ მათ. ასევე მათი უსაფრთხოებისათვის მშობელთა მორიგეობის დაწესება. მშობელთა აქტიური ინფორმირება კლასში მიმდინარე ნებისმიერ პრობლემურ საკითხებზე , მიმდინარე  და სემესტრული შეფასებების ინდივიდუალურად გაცნობა , აქტიური  შეხვედრები   კლასში  შემსვლელ პედაგოგებთან .შეხვედრები მათთვის საინტერესო ადამიანებთან.
სადამრიგებლო საათზე განსახილველი საკითხები
1.        მინდა ვიყო პოპულარული
2.       რა არის მომხიბვლელობა და სილამაზე
3.       ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა
4.       ადამიანის კარგი მანერების ჩამოყალიბება
5.       არა- ძალადობას
6.       როგორ ავიცილოთ კონფლიქტები თავიდან
7.       რა არის ლიდერობა და როგორი ადამიანები ხდებიან  ლიდერები
8.       ჩაცმის სტილი-ჩვენი იმიჯი
განსახილველი საკითხები
რიცხვი
შემსრულებელი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
1.       
საორგანიზაციო საკითხები
კლასის მმართველის არჩევა
კლასში დავალებების განაწილება
კლასის გალამაზება
მორიგეობის სიის შედგენა
 კლასის კრების მოწვევა
პიროვნული და მორალური განვითარება
 საუბრები ადამიანის პირობნებაზე და კულტურაზე
ადამიანის უფლებები და მოვალეობები
ბავშვთა უფლებები და მოვალეობები
უფროსებისა და თანატოლების ურთიერთობა
კონფლიქტების გადაჭრა უფროსებთან და თანატოლებთან
                                                                                                                                                                                                                                      
განსახორციელებელი საკითხები
რიცხვი
შემსრულებელი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
გარემოს დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
საუბრები საკვების მავნებლობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გავლენა  ადამიანის ჯანმრთელობაზე
ლაშქრობა სოფ. დარყის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში
მონაწილეობა საქველმოქმედო
აქციაში : დავეხმაროთ მარტოხელა მოხუცებს;
დავიცვათ ჩვენი ფლორა და ფაუნა
დავიცვათ ჩვენი სკოლის გარემო--ეზოს დასუფთავება
შესასრულებელი საკითხები
რიცხვი
შემსრულებელი
შენიშვნა
1
2
3
4
5
უსაფრთხოება მოქალაქეობრივი პატრიოტული ცნობიერება
გავუფრთხილდეთ სკოლისა და კლასის ქონებას
დავიცვათ ქუჩაში მოძრაობის წესები
ლაშქრობა  სოფ ქორეთში არსებულ ეკლესიაში
ექსკურსია ქალაქ ბათუმში , მისი შემოგარენისა და ღირშესანიშნავი ადგილების ნახვა
მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში
; დავეხმაროთ ობოლ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს:

Комментариев нет:

Отправить комментарий