კონფერენცია
თემა: ნიკოტინის
, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით
კონფერენციაში
მონაწილეები VIII, IX,
X, XI კლასის მოსწავლეები
·
მიზანი: გაუჩნდეს
ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
·
განუვითარდეს
ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება;
·
გაცნობიერებული
ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;
·
ჩამოუყალიბდეს
გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
·
გამოუმუშავდეს კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
·
განუვითარდეს
თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში თავისი
ადგილის განსაზღვრა;
·
მიეცეს
ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
·
გაცნობიერებული
ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;
·
გააზრებული
ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის.
კონფერენციის მსვლელობა და აქტივობები
თითოეული კლასის მოსწავლეებს აქვთ მიცემული დავალებები
, მოსაძიებელი მასალა, აკეთებენ პრეზენტაციას.
VIII კლასი -------------- ნიკოტინი
IX კლასი ---------------- ალკოჰოლი
X-XI კლასი --------------ნარკოტიკები
პრეზენტაცია მიმდინარეოს მათ მიერ შექმნილი სლაიდ-შოუს
თანდართვითა და ვიდეო კლიპების გამოყენებით .
შექმნილი აქვთ ნახატები , მოაწყვეს
გამოფენა
ასევე გაკეთებული
აქვთ ბუკლეტები , სადაც ნაჩვენებია ნიკოტინის
, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედების შესახებ.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
შედეგები
|
იშვიათად
ერთვება
საგაკვეთილო
პროცეში
|
პერიოდულად
ერთვება
საგაკვეთილო
პროცესში
|
აქტიურია
|
აქტიურის
კონსტრუქციული
და
პროდუქტიული
|
აზრების
დამოუკიდებალად
გამოთქმა
|
თითქმის
არ
გამოთქვამს
საკუთარ
აზრს
|
იშვიათად
გამოთქვამს
საკუთარ
აზრს
|
გამოთქვამს
საკუთარ
აზრს
|
ყველა
საკითხზე
აქვს
საკუთარი
აზრი
|
კონცენტრირება
სამუშაოზე
|
იშვიათად
ახერხებს
კონცენტრირებას
|
ცდილობს
კონცენტრირებას
მაგრამ
ხშირად
ვერ
ახერხებს
|
ძირითადად
კონცენტრირებულია
სამუშაოზე
|
გაკვეთილის
განმავლობაში
კონცენტრირებულია
სამუშაოზე
|
სხვისი
აზრების
მოსმენა
და
პატივისცემა
|
თითქმის
არ
უსმენს
სხვების
აზრებს
|
ყოველთვის
არ
უსმენს
სხვების
აზრებს,
ან
უსმენს
და
აქვს
არაადეკვატური
რეაქციები
|
უსმენს
სხვების
აზრებს
და
ცდილობს
იყოს
იყოს
კორექტული
|
ყურადღებით
ისმენს
სხვების
აზრებს,
აანალიზებს
და
კორექტულია
|
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების
მსურველის განცხადება
სახელი-------ნინო
გვარი---------აბაშიძე
პირადი ნომერი-----38001008283
სერთიფიკატის ნომერი( არსებობის შემთხვევაში)—0010352
რაიონი/რეგიონი------საჩხერის რაიონი
ელექტრონული მისამართი--------ninoabashidze43@gmail.com
ტელეფონის ნომერი-----591052467
სკოლა------ჭალის საჯარო სკოლა
საგანი------ბიოლოგია
კვლევა/პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება
შესავალი
თემის სათაური-----მავნე ნივთიერებები ჩვენს ირგვლივ
მოსწავლეების მიერ პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლების სტრატეგიების გამოყენება მოსწავლეებს აძლევს რეალური, ცხოვრებისეული პრობლემის გაცნობის
შესაძლებლობას.აქტიური სწავლის პროცესში სწავლა გარდაიქმნება პიროვნების განვითარების
პროცესად, რის შედეგადაც მოსწავლეს უყალიბდება პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა
და სწავლის უნარ-ჩვევები. ცხოვრების მანძილზე ადამიანები ეჯახებიან მრავალ
პრობლემას და ისინი პოულობენ მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებს. ამ თვალსაზრისით
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები მოემზადონ თავიანთი მომავლისათვის
- სკოლაშივე, თავიანთ სასწავლო გარემოში, გაეცნონ რეალურ და რეალობასთან მიახლოებულ
პრობლემებს. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა არის აქტიური სწავლა, რომელიც
მოსწავლეს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გააცნობიეროს და გასაზღვროს პრობლემის
გადაჭრის საკუთარი უნარი და სწავლის საჭიროებები, ისწავლოს „სწავლა:, გახადოს
საკუთარი ცოდნა უფრო „ოპერატიული“ და შეასრულოს ჯგუფური დავალებები.
ჯგუფური მუშაობის
დროს მოსწავლეს უვითარდება მაღალი სააზროვნო უნარები , თანამშრომლობისა და
კომუნიკაციის უნარები.
ტექნოლოგიების
განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანების ცხოვრება , მაგრამ რაც უფრო
ვითარდება კაცობრიობა, მით მეტი პრობლემები გროვდება დედამიწაზე . ერთ-ერთი
პრობლემა , რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაზე აისახება ,როგორც ყოფით, ისე
ჯანმრთელობის და სიცოცხლის შესანარჩუნებლად არის ნიკოტინი , ალკოჰოლი
და ნარკოტიკი. .აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად
თითოეულმა ადამიანმა თავისი წვლილი
პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს . ამისათვის
ბავშვი პატარაობიდანვე ასაკის შესაბამისად უნდა გაითავისონ
პრობლემის არსი და თავისი წვლილი შეძლებისდაგვარად შეიტანონ
პრობლემის შესუსტებაში. ყოველი დაკვირვებული კაცისთვის ცნობილია, თუ
როგორ აქვთ
განვითარებული ბავშვებს უფროსებისადმი მიბაძვის სურვილი, თუმცა, ეს მიბაძვა,
სამწუხაროდ, უფრო უარყოფითი მხარისკენ, ანუ ცუდი ჩვეულებების გადმოღებისკენ არის მიმართული,
ვიდრე ქრისტეანული სათნოებებისკენ.ყველაზე მავნე ჩვეულება, რომელსაც ადამიანები
ყოველგვარი სირცხვილისა და თვით ჩვეულების უაზრობის შეგნების გარეშე, საქვეყნოდ
ამჟღავნებენ, არის თამბაქოს მოწევა - ჩვეულება, რომელიც დამღუპველად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე
1619 წელს
ინგლისის მეფე
იაკობ I, თავისი ხალხისადმი მიმართვაში წერდა: "ჯერაც თუ არ დაგიკარგავთ სინდისი
და ნამუსი, თავი დაანებეთ თამბაქოს წევის მავნე ჩვეულებას, რომელიც ვნებს ჯანმრთელობას,
არყევს ოჯახის სიმყურდოვეს და იწვევს ღმრთის რისხვას. თამბაქო - ეს არის გეჰენა მისი
ნამდვილი სახით, რადგან ის ისევე ყარს და საძაგელია, როგორც თვით ჯოჯოხეთი".
ასეთივე თვისება ახასიათებს
ნარკოტიკსა და ალკოჰოლს , რომლის მიჩვევის შემდეგაც ადამიანი იქცევა დაუნდობელ არსებად
, რომლისთვისაც უცხოა სათნოება , სიკეთე და მიმტევებლობა , მთავარია საწადელს მიაღწიოს
და სურვილი დაიკმაყოფილოს.
მოსწავლეები
გაცილებით უკეთ ართმევენ თავს პრობლემის მართვას, როდესაც კვლევას თავად გეგმავენ
და საკუთარი გამოცდილების საფუძვლეზე სწავლობენ. კვლევა/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების
თვალსაჩინო მეთოდს წარმოადგენს პროექტზე მუშაობა . რომლის საშუალებითაც
მოსწავლეები ეძებენ მოცემული თემის შესახებ პრობლემას, მის გამომწვევ
მიზეზებსა და ერთად სახავენ გადაჭრის გზებს.პროექტის განხორციელების დროს ხშირად
აწყდებიან სიძნელეებს ,რასაც ერთად ჯგუფში ერთმანეთის
დახმარებით სძლევენ
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
თემის
სათაური---- მავნე ნივთიერებები ჩვენს ირგვლივ
კვლევა ეხება
მსოფლიოს გლობალურ თემას მავნე ნივთიერებებს და მათ ფართო გამოყენებას ახალგაზრდა თაობაში.ნარკომანია ალკოჰოლიზმი
და ნიკოტინდამოკიდებულება მთელ მსოფლიოში გავრცელებულია. ის თითქმის ყველა ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს თანამედროვე სოციალური პრობლემაა. ნარკომანიასთან და ალკოჰოლთან დაკავშირებით არსებობს ორი ცალსახა მოსაზრება, ნარკომანია როგორც ავადმყოფობა და როგორც დანაშაული. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ნარკომანია დანაშაულია, მოითხოვენ ნარკომანების დაპატიმრებას და მათ იზოლაციას
საზოგადოების მეორე ნაწილი თვლის, რომ ნარკომანია და ალკოჰოლიზმი დაავადებაა და მათ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. ეს რა თქმა უნდა ასეა, ნარკომანსა
და ალკოჰოლიკს გაუჭირდება ნარკოტიკებისა
და ალკოჰოლის გავლენისაგან თავის დაღწევა პროფესიონალების დახმარებისა და ჩარევის გარეშე, თუმცა თუ საზოგადოება გვერდში არ დაუდგება და მხარდაჭერას არ გამოიჩენს, მხოლოდ სამედიცინო დახმარება საკმარისი არ იქნება. თითქოს ყველა გაურბის ამ საკითხზე საუბარს, არავის სურს თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება, იმაზე არავინ ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ პრობლემას, რომ არ მივიჩნიოთ ნარკოდამოკიდებული ადამიანები დამნაშავეებად ან ავადმყოფებად
მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება
სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. კვლევებით დადგინდა, რომ პასიური მწეველობის შედეგად ვითარდება იგივე დაავადებები, რაც აქტიური მოწევის შედეგად. მეორადი კვამლი იწვევს გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, კიბოს... რაც შეეხება ბავშვებს, პასიური მწეველობა
სასუნთქი სისტემის ინფექციების, ასთმური შეტევებისა და ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხეს ზრდის... აღმოჩნდა, რომ მწეველი მშობლების შვილებში მომატებულია კიბოს განითარების რისკი.
უშუალოდ პასიური მწეველობით გამოწვეული დაავადებებისა გარდა, ბავშვებს, რომლებიც მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ არიან, უფრო მეტი შანსი აქვთ გახდნენ მწეველები, WHO-ს მიხედვით ყოველდღე 18 წლამდე ასაკის 82 000-დან 99 000-მდე ახალგაზრდა ხდება რეგულარული მწეველი. ვარაუდობენ, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში თამბაქოსთან დაკავშირებული იქნება 250 მილიონი ბავშვისა და მოზარდის სიკვდილი.
სიგარეტი სასიკვდილო დოზა – 94
სიგარეტი ერთ ჯერზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერ, 75 კგ. წონის მამაკაცს 75 მგ. ნიკოტინი უდავოდ მოკლავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი სიგარეტი საშუალოდ შეიცავს 0.8 მგ. ნიკოტინს, სასიკვდილო დოზა 94 სიგარეტია.
ალკოჰოლი
სასიკვდილო დოზა – 3 ბოთლი ერთ ჯერზე. 1 პრომილე (პრომილე – რაიმე რიცხვის მეათასედი ნაწილი (პროცენტის მეათედი), აღინიშნება 0/00-ით) ალკოჰოლი სისხლში, ნიშნავს, რომ ადამიანის ყოველი ერთი ლიტრი სისხლი შეიცავს 1 მლ. სუფთა ალკოჰოლს. 0.5 ლ. არაყი – დაახლოებით 200 მლ. სუფთა ალკოჰოლია. ჯანმრთელი 75 კგ-იანი მამაკაცის მიერ დალეული ეს ნახევარი ლიტრა გარდაიქმნება დაახლოებით 2.5 პრომილედ, რაც იწვევს სერიოზულ დათრობას. ალკოჰოლის სასიკვდილო კონცენტრაციად სისხლში ითვლება 5-6 პრომილე, რაც არის 400-450 მლ. მიღებული სუფთა ალკოჰოლი. 1-1.25 ლიტრიანი არაყის (იმ პირობით თუ არ მოხდება სასმელის ღებინება) 3 ბოთლის ზედიზედ დალევა იწვევს სიკვდილს.
სასიკვდილო დოზა – 3 ბოთლი ერთ ჯერზე. 1 პრომილე (პრომილე – რაიმე რიცხვის მეათასედი ნაწილი (პროცენტის მეათედი), აღინიშნება 0/00-ით) ალკოჰოლი სისხლში, ნიშნავს, რომ ადამიანის ყოველი ერთი ლიტრი სისხლი შეიცავს 1 მლ. სუფთა ალკოჰოლს. 0.5 ლ. არაყი – დაახლოებით 200 მლ. სუფთა ალკოჰოლია. ჯანმრთელი 75 კგ-იანი მამაკაცის მიერ დალეული ეს ნახევარი ლიტრა გარდაიქმნება დაახლოებით 2.5 პრომილედ, რაც იწვევს სერიოზულ დათრობას. ალკოჰოლის სასიკვდილო კონცენტრაციად სისხლში ითვლება 5-6 პრომილე, რაც არის 400-450 მლ. მიღებული სუფთა ალკოჰოლი. 1-1.25 ლიტრიანი არაყის (იმ პირობით თუ არ მოხდება სასმელის ღებინება) 3 ბოთლის ზედიზედ დალევა იწვევს სიკვდილს.
კოფეინი სასიკვდილო დოზა –
150 ესპრესოს სულმოუთქმელად დალევა. ეს ციფრი დამოკიდბულია ადამიანის წონასა და კოფეინის ინდივიდუალურ შეთვისებაზე. მაგალითად: თუ ადამიანი იწონის 75 კილოგრამს, მაშინ ერთმნიშვნელოვნად სასიკვდილო დოზაა 15 გ. კოფეინი. ნამდვილი ესპრესო, რომელიც წარმოშობით იტალიურია, ედრება ერთ ულფა ადრენალინს. სტანდარტულ ფინჯანზე მოდის არა ნაკლებ 100 მილიგრამი კოფეინი.
ამ ინფორმაციაზე
დაყრდნობით მოსწავლეებმა შექმნეს პროექტი
პროექტის
სახელწოდება--„მავნე ნივთიერებები ჩვენს ირგვლივ“
პროექტის მთავარი
იდეა----ნარკოტიკის , ალკოჰოლისა და ნიკოტინის
ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შედეგებისა და ამ პროცესის
შენელების გზების ძიება
პროექტის
აქტუალობა---პროექტი აქტუალურია იმით, რომ გაამდიდრებს მოსწავლეების
ინფორმაციულ ცოდნას . ამ საკითხის კვლევა და შესწავლა დაეხმარება მათ გაიაზრონ ,
თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე მავნე ჩვევები. როგორ
უნდა გავიხანგრძლივოთ ჩვენი სიცოცხლე, როგორ უნდა გავიჯანსაღოთ ჩვენი ჯანმრთელობა,
როგორ დავიცვათ მომავალი თაობა.
პროექტის
მიზნები---
მოსწავლეების
მიერ იმ მიზეზების ძიება თუ რა მიზეზებით იწყებენ ადამიანები ისეთი მავნე
ნივთიერებების მიღებას როგორიცაა ალკოჰოლი ნარკოტიკი და ნიკოტინი. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ინტერესი, ან სტრესის შედეგი, ან სულაც გარკვეული წესების დარღვევის მცდელობა.
მოსწავლეებში ეს
პროექტი გამოიწვევს კვლევის, ანალიზის, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების,
ინფორმაციის მოპოვებისა და დახარისხების, ცოდნის რეალიზების, დამოუკიდებელი და
ჯგუფური მუშაობის, დროის ლიმიტის დაცვისა და ისტ-ის ორგანიზებულად გამოყენების
უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტის
განხორციელების გზები ----- (აქტივობები)
1.მოსწავლეებს გავაცანი იდეა
2. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოვაწყვეთ ფილმის
ჩვენება Youtube პორტალის გამოყენებით.
3. მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს მავნე ნივთიერებებთან
დაკავშირებული აქტუალური კითხვები და .შეარჩიეს პროექტის სათაურის
4. შექმნეს ჯგუფები
1) ჯგუფი--- აკეთებს გამოკითხვას რამდენი მოსწავლე ეწევა და როდის დაიწყეს
მიწევა
2) ჯგუფი----მოიძიებს
ინფორმაციას თამბაქოს , ნარკოტიკისა და ალკოჰოლის შემადგენლობის და მათი
მავნებლობის შესახებ
3) ჯგუფი---იკვლევს თუ რა
ზიანის მოტანა შეუძლია თითოეულ მათგანს
4) ჯგუფი----მიოძიებს,
აგროვებს და სთავაზობს ინფორმაციას მათთვის თავის დანებების შესახებ
5. ჯგუფებში მოსწავლებმა გაანაწილეს ფუნქციები
ინტერნეტის საშუალებით ნიკოტინზე , ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე მოიძიეს
ინფორმაციები
6. ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენეს ასევე
ბიბლიოთეკა
7. ჟურნალისტური
გამოკითხვა ჩაატარეს ქუჩაში და სხვადასხვა ადგილებში და შექმნეს
სტატისტიკის დიაგრამები
8. დაახარისხეს თანამშრომლობითა და აზრთა
გაზიარების გზით მოპოვებული ინფორმაცია და ვიდეო მასალა
9. დაამზადეს საინფორმაციო-მოწოდებითი შინაარსის
ბუკლეტი
10. . მოაწყვეს პრეზენტაციები ჯგუფებმა და
ჩაატარეს კონფერენცია
11. დაარიგეს ბუკლეტები, როგორც კონფერენციის
ბოლოს დარბაზში, ასევე ქუჩაში.
12.
. გააცნეს ინფორმაცია უმცროსკლასელებს
13. აქცია : ცხოვრება ჯანსაღი
წესით “, ამ აქციის
ფარგლებში მოსწავლეებმა დაარიგეს თავისი ხელით შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტები,
მოაწყვეს ნახატების გამოფენა. სააქტო დარბაზში ფართო აუდიტორიას უჩვენეს მოძიებული
ვიდეო მასალა ნარკოტიკის , ნიკოტინისა და ალკოჰოლის საწინააღმდეგოდ.
მონაწილეთა
ასაკი -------- 14-15-16
წელი .
IX- X -XI კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა
--- 1 თვე
პოექტისათვის
საჭირო რესურსები: კომპიუტერი,
ინტერნეტი, პროექტორი, ციფრული კამერა, ფორმატის ფურცლები, რვეულები, კალმები,
საგაზეთო სტატიები , მასწავლებლი , ბიბლიოთეკარი
შედეგი
ამ კვლევისა და პროექტის საფუძველზე მოსწავლეები გაეცნობიან
და გაიღრმავებენ ცოდნას ამ მომაკვდინებელი ნივთიერებების შესახებ. თუ რა ზიანის
მომტანია თითოეული მათგანი ადამიანისათვის, როგორ უსწრაფებს და უმოკლებს ადამიანს მათი
აქტიური მოხმარება სიცოცხლეს. გაეცნოვიან სიღრმისეულად მათ შემადგენლობას ,სიმპტომებს
რაც ადამიანს გამოუვლინდება მოხმარებისას. გაიაზრებენ ,იმას, რომ არა მარტო საკუთარ
თავს ვნებს მომხმარებელი, არამედ ახლომყოფებსაც . ზიანს აყენებს ახლობლებს , ნათესავებს,
რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთარ შვილებზე .
ამ პროექტის განხირციელებისა მოსწავლეები მიეჩვევიან
უფრო აქტიურად ჯგუფურ თანამშრომლობას , განუვითარდებათ კომუნიკაციის უნარები , ინფორმაციის დახარისხებისა
და ანალიზის უნარი. გარდა ამისა პროექტში ჩაერთვებიან სოფლის მოსახლეობა , მოხდება
თანამშრომლობა სოფლის მართველობასა და ამბულატორიის
წარმომადგენლებთან .
გამოყენებული ლიტერატურა: ინტერნეტი,
ჟურნალი ავერსი --ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე,
მავნე
ჩვევები.
ჟურნალისტური გამოკითხვა
Комментариев нет:
Отправить комментарий