თარგმანი

четверг, 30 октября 2014 г.

ფოტოგალერეა

ფოტოგალერეა

კონფერენცია თემაზე     1  დეკემბერი     შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

















































вторник, 21 октября 2014 г.

ღია გაკვეთილი VI კლასი სხეული და ნივთიერება ( ექსპერიმენტული ნაწილი)

ღია      გაკვეთილის     გეგმა      ბიოლოგიაში
კლასი        VI
2014 წელი         21  სეტემბერი
გაკვეთილის თემა
ნივთიერების  ფიზიკური და ქიმიური თვისებები
შემაჯამებელი გაკვეთილი
ექსპერიმენტული ნაწილი
სწავლების საფეხური
საბაზო
საგანი , მასწავლებლის სახელი, გვარი
ბიოლოგია
ნინო აბაშიძე
მოსწავლეთა რაოდენობა
13
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე  მოსწავლეთა  რაოდენობა
არ არის
სასწავლო მიზნები
1.საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია 
2,მოსწავლეების ინტერესების გაღვივება,საკუთარი აზრის გამოთქმის, არგუმენტაციის, მოსმენის, მსჯელობის და დისკუსიის  საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების  განვითარება.
3.ინფორმაციის მოპოვების , ორგანიზებისა და კლასიფიკაციის უნარის განვითარება
4. ინფორმაციის ინტერპრეტაცია და მათი სხვადასხვა სახით გამოსახვის უნარის განვითარება

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი და ინდიკატორი

ბუნ.VI.4.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებების აღწერა და  მათი   ცვლილებების შესახებ მსჯელობა.

ბუნ.VI.4.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებების აღწერა და  მათი   ცვლილებების შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·               ასახელებს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებადი ნივთიერებების მაგალითებს და მსჯელობს მათი თვისებების შესახებ;
·               აკვირდება და ადარებს ნივთიერებებს   თვისებების მიხედვით (მაგ., სუნი, ბზინვარება, წვა, აგრეგატული მდგომარეობა);  შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით, აანალიზებს  და გამოყოფს  თვისებებს, რომლებიც ამ ნივთიერებების გამოყენებას განაპირობებს;
·               აგროვებს ინფორმაციას ორგანიზმებისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების შესახებ და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე (მაგ., ჟანგბადი, წყალი, ნახშირორჟანგი);
·               ატარებს ცდებს ნივთიერებების ფიზიკური და ქიმიური ცვლილებების (მაგ., აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა, ნივთიერების გახსნა, აირის გამოყოფა, ფორმის შეცვლა) გამოსაკვლევად, შედეგებს აანალიზებს და მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე (მაგ., გაცხელება, შერევა, დაწვა, მექანიკური ზემოქმედება).

     წინარე ცოდნა
წინა კლასის მასალიდან მოსწავლეებმა იციან სხეული და ნივთიერება, ნივთიერების სამი მდგომარეობა. ნივთიერების მდგომარეობის ცვლილება, ლღობა ,აირადი,
თხევადი და  მყარი ნივთიერებები , წყლის მნიშვნელობა ბუნებაში და სხეულებში



     გაკვეთილის თანამიმდევრობა
( აქტივობები და დრო)


     აქტივობა 1        გონებრივი იერიში
მოსწავლეეებს თემის ხელმეორედ    შესამოწმებლად ვუსვამ კითხვებს:   რა არის სხეული , როგორი სხეულები არსებობენ ბუნებაში. რისგან შედგება სხეული . როგორი ნივთიერებები არსებობენ. რომელი ნივთიერებები არიან ყველაზე მეტად საჭირო ადამიანისათვის , საიდან ვღებულობთ ჟანგბადს, როგორ მდგომარეობაშია ჰაერი, წყალი, ზეთი, ალუმინი, რკინა , გაზი, რძე . როგორ წარმოიქმნება ღრუბელიდან წვიმა, წყლიდან ღრუბელი. რომელ გრადუსზე იყინება და დუღს წყალი , რა არის ფიზიკური და ქიმიური მოვლენა. დაახასიათეთ სხეულის ფიზიკური თვისებები, როგორ მიიღება ხელოვნურად პლასტმასა , მინა    (8 წთ)

აქტივობა 2    პრეზენტაცია
მოსწავლეები დაყოფილი არიან სამ ჯგუფად . თითოეულ ჯგუფს მიცემული აქვთ დავალებები,

1        ჯგუფი

1.       კუბის სიმკვრივის განსაზღვრა
       2. ნივთიერებათა ფიზიკური თვისებების დახასიათება
        3. ექსპერიმენტი  წიმიურ მოვლენაზე, სოდა და მაწონი
                                                                                       (7-8 წთ )
        II  ჯგუფი
1.      წესიერი და არაწესიერი სხეულის მოცულობის განსაზღვრა
2.      სხეულის და ნივთიერების თვისებების დახასიათება
3.      ნახშირორჟანგის მიღება. სოდა, ძმარი, ბუშტი
                                                      ( 7-8 წთ)
III  ჯგუფი

1.      მართკუთხედის სიმკვრივის განსაზღვრა
2.      ფიზიკური და ქიმიური თვისებების შედარება
3.      ნახშიროჟანგის ქიმიურ თვისებებზე დაკვირვება კირიანი წყალის მეშვეობით
4.      ჟანგბადის მიღება და მისი თვისებებზე დაკვირვება
                                                    ( 7-8 წთ)
მოსწავლეები აკეთებებენ პრეზენტაციას  და
ექსპერიმენტებს .

აქტივობა 3        ჯგუფებში ცხვადასხვა დავალების მიცემა
                                                    (5 წთ )
პრეზენტაცია      (6 წთ)
გაკვეთილის შეჯამება    (1 წთ )
 შეფასება    და დავალების მიცემა  (2  წთ) 
 საშინაო დავალება
1.      ჩაყარეთ მიწა, ზეთი და კომპოტი   წყლიან ჭიქაში,
რაგანსხვავებაა  ნარევებს შორის



შეფასება
განმსაზღვრელი , განმავითარებელი
მოსწავლეები ფასდება შეფასების შესაბამისი კრიტერიუმებით
სასწავლო რესურსები
თეთრი ფურცლები , სახელმძღვანელო ქიმიური ლაბორატორიის აღჭურვილობა,ცარცი , დაფა






რუბრიკის ნიმუში:
თარიღი:       

ექსპერიმენტის  

    შეფასება
      
 მოსწავლ

 შეფასების კრიტერიუმები      




კვლევის მიზნის განსაზღვრა



საჭირო ინვენტარის განსაზღვრა

კვლევის შედეგის ვარაუდი



კვლევის მიმდინარეობის აღწერა
მონაცემების აღრიცხვა



მონაცემთა ანალიზი



დასკვნის გამოტანა



ქულათა მაქსიმალური რაოდენობა




0-2
0-1
0-1
0-2
0-1
0-2
0-1
10
1.








2.








3.








4.








5








6.








7.








8.








9.








10.








11.








12.








13.










         მშობელთა შეფასება:  ნინო ტალახაძე
დავესწარი მე-6 კლასის მოსწავლეთა ღია გაკვეთილს ბუნებისმეტყველებაში . თემა იყო ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები ლაბორატორიული ნაწილი. პირველ რიგში მომეწონა მოსწავლეთა გუნდური მუშაობა,  მათი აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილი მიმდინარეობდა მასწავლებლისგან დამოუკიდებლად. მოსწავლეებმა თვითონ  გააკეთეს ექსპერიმენტები , პრეზენტაცია და დასკვნა.გაკვეთილი მიმდინარეობდა თავისუფალ და მეგობრულ ატმოსფეროში. კარგი იქნებოდა ასეთი გაკვეთილები ჩვენი თანდასწრებით ხშირად ჩაეტარებინოთ ყველა მასწავლებელს.

კრიტიკული მეგობარი:  თემა საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისათვის, დროში კრგად გაწერილი  გაკვეთილი ძირითადად  მიყავდა მოსწავლეებს , მათი აქტიური მონაწილეობით . მოსწავლეთა   90 პროცენტი იღებდა მონაწილეობას , კარგი იქნებოდა დანარჩენებიც ,რომ გააქტიურებულიყვნენ.