7 დეკემბერს დავესწარი ასოციაცია " ბიოს" მიერ ორგანიზებულ მასტერკლასს " მარტივი ექსპერიმენტები 1-7 კლასებში " . ასოციაცია " ბიოს" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ქ. ხათუნა გოგალაძემ შემოგვთავაზა მის მიერ განხორციელებული მარტივი ექსპერიმენტები სხვადასხვა თემის სწავლების დროს , რაც ძალიან მომეწონა და მისაწვდომია პატარებისათვის 5-6 კლასებში. ასევე ჩვენ თვითონაც გავაკეთეთ ექსპერიმენტები ბუნებრივ ინდიკატორებზე "გამოვიყენეთ წითელი კომბოსტო" და ქრომატოგრაფიაზე. გადმოგვცა მისი მასალებით შექმნილი ჟურნალი ჭიამაია, რომელიც მთლიანად გაჯერებულია სხვადასხვა ექსპერიმენტებითა და საინტერესო ინფორმაციებით , ბოლოს გადმოგვცა სერთიფიკატები.









Комментариев нет:
Отправить комментарий