აქტივობა I გამოწვევა
მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით
ვაჩვენებ მცენარის , სოკოსა და ცხოველის სურათებს და ვთხოვ დაასახელონ , მათ წინ ნაჩვენები ორგანიზმები , ამჩნევენ თუ არა რაიმე მსგავსებასა
და განსხვავებას.
ამის შემდეგ ამ ორგანიზმების
უჯრედულ აგებულების შესახებ სურათების ჩვენებას ვახდენ და ვთხოვ შეადარონ ისინი
. დაახასიათონ სოკოსა და მცენარის , სოკოსა და ცხოველი , მცენარისა და ცხოველის უჯრედული აგებულება , რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავენ მათ შორის .
მოსწავლეები წარმოადგენენ
ჯგუფებში გაკეთებულ ვენის დიაგრამებს , სადაც გამოსახულია შედარებები ( მსგავსება - განსხვავება) სოკოს , მცენარესა და ცხოველს შორის .
წინა გაკვეთილზე შექმნეს
ქაღალდისაგან სოკოების მოდელები , რომელსაც
ასევე წარმოადგენენ (10 წთ )
.
აქტივობა II
გონებრივი იერიში ( კითხვა-
პასუხის მეთოდი)
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს:
როგორი აგებულება აქვს სოკოს, რისგან შედგება ნაყოფსხეული , რომელი
საჭმელად ვარგის სოკოებს იცნობთ , რომელი სოკოებია ჩვენს ტყეებში გავრცელებული . მოსწავლეები წარმოადგენენ ჩვენს ტყეებში გავრცელებული სოკოების სვეტოვან
დიაგრამებს .
როგორ ამოვიცნოთ საჭმელად
ვარგისი და შხამიანი სოკოები - მოსწავლეები ჩამოწერენ დაფაზე როგორი აგებულება აქვს
შხამიან სოკოებს , როგორ უნდა ამოვიცნოთ
სოკოთი მოწამლული ადამიანი, რა სიმპტომები ახასიათებს მოწამლულ ადამიანს , რა უნდა
გავაკეთოთ მის გადასარჩენად.
ვთხოვ წარმოადგინონ რომელ შხამიან
სოკოებზე მოიძიეს ინფორმაციები დაახასიათონ
ისინი. ცოცხალი ორგანიზმების რა დაავადებებს იწვევენ პარაზიტი სოკოები-- მოსწავლეებს
მოძიებული აქვთ ინფორმაციები მცენარის ,
ადამიანისა და სხვა ცხოველების პარაზიტული
სოკოების შესახებ , როგორიცაა გუდაფშუტა , ჭვავის რქა მცენარის პარაზიტი , ვაშლისა და სხვა ხილის კანის ქეცი, კანისა და ფრჩხილის სოკოს შესახებ , რომელიც ადამიანში
გვხვდება და სხვა ცხოველების დაავადებებზე. ახასიათებენ მათ. (
8 წთ )
აქტივობა III სოკოს სასიცოცხლო პროცესი
რა დამახასიათებელი თვისებები
ახასიათებს სოკოს , როგორ მრავლდება იგი, , რომელი სოკოები მიეკუთვნებიან მილნაირ
და ფირფიტნაირ სოკოებს , რა არის სიმბიოზი -- მოსწავლეები ახასიათებენ სოკოს და მცენარის სიმბიოზურ დამოკიდებულებას
. ასევე აღწერენ ლიქენების აგებულებას და მოგვცემენ განმარტებას იმისა , რომ სოკოს რადგან
არა აქვს პლასტიდები ისინი ვერ წარმოქმნიან
საკვებს და მას ღებულობენ მცენარიდან სამაგიეროდ აძლევს არაოგანულ ნივთიერებებს
და იცავს გარემოს ზემოქმედებისაგან. როგორ
მრავლდებიან სოკოები. (7 წთ)
აქტივობა IV ობის
სოკოები
მოსწავლეებს დავალებული
ჰქონდათ წინა გაკვეთილზე , რომ გაეკეთებინათ
დაობებული პური , რომელსაც წარმოადგენენ , ისინი საუბრობენ , რომ გარდა ქუდიანი
სოკოებისა არსებობს ერთუჯრედიანი თვალისათვის უხილავი ობის სოკოები. ახასიათებენ
მათ სასიცოცხლო პროცესს, როგორც მავნე ზემოქმედებას
, ასევე მათ სასარგებლო მნიშვნელობას ადამიანისათვის , გამოყოფელ პენიცილინის როლს
კაცობრიობისათვის . საუბრობენ მისი შექმნის ისტორიაზე. ( 7წთ )
აქტივობა V საინტერესო ინფორმაციები სოკოს შესახებ
მოსწავლეებს ვთხოვ ისაუბრონ მოძიებული ინფორმაციების საუძველზე, სოკოს საინტერესო წარმოშობისა და ისტორიის შესახებ.
( 8 წთ )
აქტივობა VI გაკვეთილის შეჯამება
გაკვეთილის ბოლოს დაფაზე ახდენენ მოსწავლეები გაცნობილი
ინფორმაციების ჩამოწერას მზის სხივების დახმარებით, რითაც ხდება სოკოების ძირითადი აღწერა ( 3 წთ)
აქტივობა VII შეფასება
ვაფასებ მოსწავლეებს შესაბამისი შეფასების რუბრიკით ( 1წთ)
საშინაო დავალების მიცემა : მოიძიონ ინფორმაციები ადამიანისათვის საშიში
სხვა მოკროორგანიზმების შესახებ
( 1წთ )
პროექტორი , დაფა , ცარცი , სახელმძღვანელო. ფურცლები ,
საექსპერიმენტო ნიმუში, სოკოს მოდელები , სახატავი ფურცლები
|