აქტივობა I გონებრივი იერიში
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს
: ცვალებადობის რამდენი ფორმა არსებობს,
რა არის მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ცვალებადობა, რა არის მემკვიდრეობითი
ცვალებადობის მატერიალური საფუძველი, რა არის მუტაცია , მუტაციის რამდენი ფორმა არსებობს
, რომელი გენური მუტაციები იცით, ჩემოთვალეთ გენური და ქრომოსომული მუტაციები, რა იწვევს მუტაციას, რა არის მოდიფიკაციური ცვალებადობა,
მოქმედებს თუ არა გარემო პირობები ნიშან- თვისებების გადაცემაზე, ჩამოთვალეთ არამემკვიდრეობითი
ცვალებადობის მაგალითები, როგორი ხასიათი აქვს არამემკვიდრეობით ცვალებადობას
(12 წთ )
.
აქტივობა II
მემკვიდრული დაავადებების
დახასიათება
მოსწავლეები ახასიათებენ მემკვიდრულ დაავადებებს ( მორისის სინდრომი, დაუნის სისნდრომი, ალბინიზმი,
კლაინფელტერის სინდრომი , პროგერია. )
( 10 წთ )
აქტივობა III არამემკვიდრეობითი ცვალებადობა
მოსწავლეები ახასიათებენ არამემკვიდრეობით ცვალებადობას და ადგენენ მემკვიდრეობით
ცვალებადობასთან მსგავსება - განსხვავებას
(5 წთ)
აქტივობა IV ჯგუფში მუშაობა
მოსწავლეებს ურიგდებათ კითხვარი შესავსებად , კანის ტიპისა და გარუჯვის ხარისხის დასადგენად
, ვუსვამ კითხვას რით დაასაბუთებთ
, რომ გარუჯვა მოდიფიკაციური ცვალებადობაა ( 5წთ
) პრეზენტაცია (
2 წთ )
აქტივობა V გენეტიკური
ამოცანების ამოხსნა ჯგუფებში
ჰემოფილიით დაავადებულ კაცს ჰყავს ქალიშვილი ნორმალური ფენოტიპით, რომელიც ცოლად გაჰყვა ნორმალური ნიშან-თვისების მქონე კაცს. როგორია ალბათობა რომ გაჩნდება ჰემოფილიით დაავადებული გოგო? ბიჭი? თუ წყვილს ეყოლება 4 ვაჟი როგორია ალბათობა, რომ ოთხივე ჰემოფილიით იქნება დაავადებული?
ადამიანში დომინანტური ალელი A განაპირობებს ნორმალურ სმენას,
ხოლო რეცესიული a -ყრუმუნჯობას.
ნორმალური სმენის მამაკაცი, რომლის დედაც ყრუმუნჯი იყო, დაქორწინდა ყრუმუნჯ
ქალზე. განსაზღვრეთ
1) მამაკაცის და ქალის გენოტიპები
2) ქორწინების შედეგად დაბადებული
ბავშვების შესაძლო გენოტიპები
3)როგორია ამ ქორწინების შედეგად
ნორმალური სმენის მქონე ბავშვის დაბადების ალბათობა?
( 5 წთ )
პრეზენტაცია ( 2 წთ)
აქტივობა VI გაკვეთილის შეჯამება
გაკვეთილის ბოლოს დაფაზე ახდენენ მოსწავლეები მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ცვალებადობის დამახასიათებელი ნიშნების ჩაწერას ვენის დიაგრამის
გამოყენებით ( 2 წთ)
აქტივობა VII
შეფასება
ვაფასებ მოსწავლეებს შესაბამისი შეფასების რუბრიკით ( 1წთ)
საშინაო დავალების მიცემა
ოჯასში გამოიკვლიეთ მემკვიდრული და არამემკვიდრული
ცვალებადობის ნიშნები : თვალის ფერი
, ცხვირის ფორმა, ბიბილოს აგებულება და სხვა დამახასიათებელი ნიშნები .
( 1წთ )
კომპიუტერი, პროექტორი , დაფა
, ცარცი , სახელმძღვანელო. ფურცლები , მარკერები .
|