თარგმანი

среда, 4 марта 2015 г.

ღია სამოდელო გაკვეთილი მე -IX კლასში

             ღია    გაკვეთილი   ბიოლოგიაში
კლასი  IX
2015 წელი
           
გაკვეთილის თემა
მემკვიდრეობა და ცვალებადობა
სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო   IX
საგანი; მასწავლებლის სახელი, გვარი
ბიოლოგია
ნინო აბაშიძე
მოსწავლეთა რაოდენობა
               10
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთარაოდენობა და პროფილი
არ არის
სასწავლო მიზნები
მოსწავლემ შეძლოს მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ცვალებადობის დახასიათება , მათ შორის მსგავსება - განსხვავების  დადგენა ,  გენური და ქრომოსომული დაავადებების აღწერა. გენეტიკური ამოცანების ამოხსნა . შეძლოს მოპოვებული ინფორმაციების  დახარისხება   და დიაგრამების აგება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ბიოლ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში.
  • აყალიბებს მემკვიდრეობითობის კანონებს და შესაბამისი ფორმულებით  გამოსახავს გენეტიკურ სქემებს, ადევატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს  მათ ჩასაწერად;
  • ადგენს ადამიანში სქესის განსაზღვრის სქემას,  განსაზღვრავს კონკრეტული სქესის ინდივიდის დაბადების ალბათობას; 
  • აღწერს ადამიანში ზოგიერთი მენდელისეული ნიშნის (მაგ., თვალის ფერი,  ყურის ბიბილოს ფორმა) მემკვიდრეობის სქემას.  ასახელებს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების (მაგ., დაუნის დაავადება) მიზეზებს;
  • ასახელებს და აღწერს ცვალებადობის ფენოტიპურ და გენოტიპურ ფორმებს, მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
  • არგუმენტირებულად მსჯელობს ადამიანის გენეტიკურ აპარატზე ზოგიერთი ფაქტორის (მაგ., ალკოჰოლი, ნარკოტიკები, მანქანის გამონაბოლქვი, პესტიციდები) ზემოქმედების საფრთხეზე;

გაკვეთილის მიმდინარეობა (  აქტივობები)














































































გაკვეთილისათვის საჭირო რესურსები

აქტივობა   I           გონებრივი იერიში


მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს  :  ცვალებადობის რამდენი ფორმა არსებობს, რა არის მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ცვალებადობა, რა არის მემკვიდრეობითი ცვალებადობის მატერიალური საფუძველი, რა არის მუტაცია , მუტაციის რამდენი ფორმა არსებობს , რომელი გენური მუტაციები იცით, ჩემოთვალეთ გენური და ქრომოსომული მუტაციები,  რა იწვევს მუტაციას, რა არის მოდიფიკაციური ცვალებადობა, მოქმედებს თუ არა გარემო პირობები ნიშან- თვისებების გადაცემაზე, ჩამოთვალეთ არამემკვიდრეობითი ცვალებადობის მაგალითები, როგორი ხასიათი აქვს არამემკვიდრეობით ცვალებადობას
 (12 წთ )
.

     აქტივობა  II          მემკვიდრული დაავადებების დახასიათება

      მოსწავლეები ახასიათებენ მემკვიდრულ დაავადებებს  ( მორისის სინდრომი, დაუნის სისნდრომი, ალბინიზმი, კლაინფელტერის სინდრომი , პროგერია. )
(   10 წთ )

აქტივობა   III   არამემკვიდრეობითი ცვალებადობა


მოსწავლეები ახასიათებენ არამემკვიდრეობით ცვალებადობას და ადგენენ მემკვიდრეობით ცვალებადობასთან მსგავსება - განსხვავებას  (5 წთ)

აქტივობა    IV            ჯგუფში მუშაობა


     მოსწავლეებს  ურიგდებათ კითხვარი  შესავსებად , კანის  ტიპისა და გარუჯვის ხარისხის  დასადგენად  , ვუსვამ კითხვას  რით დაასაბუთებთ , რომ გარუჯვა მოდიფიკაციური  ცვალებადობაა    ( 5წთ )        პრეზენტაცია    (  2 წთ  )

აქტივობა     V      გენეტიკური ამოცანების ამოხსნა ჯგუფებში    

          ჰემოფილიით დაავადებულ კაცს ჰყავს ქალიშვილი ნორმალური ფენოტიპით, რომელიც ცოლად გაჰყვა ნორმალური ნიშან-თვისების მქონე კაცს. როგორია ალბათობა რომ გაჩნდება ჰემოფილიით დაავადებული გოგო? ბიჭი? თუ წყვილს ეყოლება 4 ვაჟი როგორია ალბათობა, რომ ოთხივე ჰემოფილიით იქნება დაავადებული? 


ადამიანში დომინანტური ალელი განაპირობებს ნორმალურ სმენას, ხოლო რეცესიული a -ყრუმუნჯობას. ნორმალური სმენის მამაკაცი, რომლის დედაც ყრუმუნჯი იყო, დაქორწინდა ყრუმუნჯ ქალზე. განსაზღვრეთ
      1) მამაკაცის და ქალის გენოტიპები
2) ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვების შესაძლო  გენოტიპები
3)როგორია ამ ქორწინების შედეგად ნორმალური სმენის მქონე ბავშვის დაბადების ალბათობა? 
                                                                                      (  5 წთ )
პრეზენტაცია     ( 2 წთ)

აქტივობა      VI       გაკვეთილის შეჯამება


      გაკვეთილის ბოლოს   დაფაზე ახდენენ მოსწავლეები  მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ცვალებადობის  დამახასიათებელი ნიშნების ჩაწერას ვენის დიაგრამის გამოყენებით  ( 2 წთ)

    აქტივობა    VII   შეფასება


ვაფასებ მოსწავლეებს შესაბამისი შეფასების რუბრიკით  ( 1წთ)

         საშინაო დავალების მიცემა  ოჯასში გამოიკვლიეთ მემკვიდრული და არამემკვიდრული ცვალებადობის ნიშნები  : თვალის ფერი ,  ცხვირის ფორმა, ბიბილოს აგებულება  და სხვა დამახასიათებელი ნიშნები .  
                                                                                           ( 1წთ )


 კომპიუტერი, პროექტორი  ,  დაფა , ცარცი , სახელმძღვანელო. ფურცლები , მარკერები .

       















თარიღი:        

ინფორმაციის  მოძიების   შეფასება

         

 მოსწავლ

     შეფასების კრიტერიუმები      





ინფორმაციის წყაროების არჩევა

მოძიებული ინფორმაციის კვლევის მიზანთან შესაბამისობა
მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება

ქულათა მაქსიმალური რაოდენობა

0-3
0-4
0-3
10
1.








2.








3.








4.








5








6.








7.










კრიტიკული  მეგობარი :    გაკვეთილმა ჩაიარა ძალზედ საინტერესოდ . თემის მიხედვით მოსწავლეები  დიდი მონდომებით საუბრობდნენ მემკვიდრულ ფაქტორებზე, როგორც ზოგადად , ისე მათ გარშემო მცხოვრებ ადამიანთა ნიშან - თვისებებზე. მათ შეძლეს განესხვავებინათ რა არის მემკვიდრული და რა არის არამემკვიდრული  ნიშან-თვისებები , როგორ გადაეცემა შემდგომ თაობებს და როგორ  მკურნალობენ ამათუიმ მემკვიდრულ  დაავადებებს. 

 თვითშეფასება:   კმაყოფილი ვარ გაკვეთილის მიმდინარეობით , მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოიჩინეს თავი და შეეცადნენ სრულყოფილად გადმოეცათ მიღებული ცოდნა შესაბამისი თემის ირგვლივ. გაკვეთილის მსვლელობაში ჩართული იყო მთელი კლასი.  



























Комментариев нет:

Отправить комментарий