თარგმანი

суббота, 16 мая 2015 г.

ღია ( სამოდელო ) გაკვეთილი მე-X კლასში

 საჩხერის რაიონის რესურსცენტრის მიერ გამოცხადებულია 2015 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად  კონკურსი რომელშიაც მივიღე მონაწილეობა  და ჩავატარე ღია გაკვეთილი  მე-X კლასში  თემა:  ნერვული და ჰუმორული რეგულაცია.




ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში
კლასი  X
2015 წელი       1 მაისი
გაკვეთილის თემა
ნერვული და ჰუმორული რეგულაცია
2. სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო
კლასი  X
 3. საგანი; მასწავლებლის სახელი, გვარი
ბიოლოგია
ნინო აბაშიძე
4. მოსწავლეთა რაოდენობა
20 მოსწავლე
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთარაოდენობა და პროფილი
არ არის
 6. სასწავლო მიზნები
ბიოლ.X.10. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
·           მსჯელობს ორგანიზმებში გაღიზიანების  საპასუხოდ წარმოქმნილ პროცესებზე;
  • ერთმანეთს ადარებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს (მოქმედების დრო, ინფორმაციის გადაცემის ფორმა,  პასუხის ხანგრძლივობა, მოქმედების არეალი). შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • ახასიათებს ტვინის სხვადასხვა უბნის დანიშნულებას და ასაბუთებს ცენტრალური ნერვული სისტემის ინტეგრალურ ფუნქციას;
  • აღწერს ჰორმონის გამოყოფის ორმხრივი რეგულაციის პროცესს (რეგულაცია ცენტრალური ნერვული სისტემიდან და რეგულაცია მოცემული ჰორმონის კონცენტრაციით სისხლში);

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ბიოლ.X.10.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს    მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო   საშუალების  გამოყენებით.

კვლ.X.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;

8. გაკვეთილის მიმდინარეობა (  აქტივობები)

აქტივობა  I  გამოწვევა

ერთი მოსწავლე გამოდის და ხელს ადებს კაკტუსს, ხელს მაშინვე უკან სწევს.
ვსვამ შეკითხვას   რა მოხდა?  მოსწავლეები პასუხობენ ,რომ ეს დამცველობითი  რეაქცია ადამიანისა გარემოს გაღიზიანებაზე , რომელიც განხორციელდა ცენტრალური ნერვული სისტემის საშუალებით    (5 წთ)

აქტივობა  II   გონებრივი იერიში

სლაიდ - შოუს მეშვეობით ეკრანზე ვაჩვენებ ნერვული სისტემის ევოლუციას უმდაბლესიდან უმაღლესისაკენ და მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს : 
 1. რომელ ორგანიზმში ვხვდებით პირველად ნერვულ სისტემას და რა სახით
 2. დაახასიათეთ  ბრტყელი, რგოლოვანი ჭიებისა და ფეხსახსრიანების  ნერვული სისტემა
3. როგორი აგებულება აქვთ ხერხემლიანების ნერვულ სისტემას.
    მოსწავლეები ახასიათებენ ხერხემლიანების ზურგის ტვინს , თავის ტვინსა და მის ნაწილებს თავისი ფუნქციებით
4.  რა არის რეფლექსი და რეფლექსური რკალი
5. დაახასიათეთ ზურგის ტვინის უმარტივესი რეფლექსი
                                                             ( 15 წთ)

აქტივობა III  მეხსიერების კვლევა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში

მოსწავლეებს წინასწარ მიცემული ჰქონდათ დავალება უნდა შეესწავლათ და ჩაეტარებინათ  მეხსიერების კვლევა სხვადასხვა ასაკობრივ  ჯგუფებში და შედეგი წარმოედგინათ სვეტოვანი დიაგრამის საშუალებით    (2 წთ)

აქტივობა  V მეხსიერების კვლევა კლასში

მოსწავლეებს ურიგდებათ ფურცლები სადაც დაწერილია 20  სიტყვა და ერთი წუთის განმავლობაში უნდა დაიმახსოვრონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა თანმიმდევრობით  , შემდეგ ეს სიტყვები ჩამოწერონ. შემდეგ მოახდინონ პრეზენტაცია თავისი კვლევისა  და იქვე აგებენ სვეტოვან დიაგრამას დაფაზე       ( 5 წთ)

აქტივობა  VI  ჰუმორული რეგულაცია
             გონებრივი იერიში

1.      როგორ ხდება შეწოვილი  ორგანული ნივთიერებების რეგულაცია ორგანიზმში და რით რეგულირდება იგი.
2.      ჩამოთვალეთ სეკრეციის ჯირკვლები
3.      რით განსხვავდება შინაგანი და გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები
4.       რა ფუნქცია აკისრია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს

      მოსწავლეები ახასიათებენ თითოეული სეკრეციის ჯირკვლის ფუნქციებს და განსაზღვრავენ მათ როლს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნებაში
.                                                                         ( 10 წთ )
 აქტივობა VII  შედარება ნერვული და ჰუმორული რეგულაციის

მოსწავლეები ვენის დიაგრამის დახმარებით დაფაზე წერენ ნერვული და ჰუმორული რეგულაციების  მნიშვნელობებს ორგანიზმისათვის და  პოულობენ საერთო ნიშნებს ორგანიზმის მთლიანობის შენარჩუნებისათვის .
და აკეთებენ გაკვეთილის შეჯამებას , რომ ორივე რეგულაცია მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის მთლიანობის შესანარჩუნებლად და გარემოს ფაქტორების საპასუხოდ , რომ მათ გარეშე ადამიანი ვერ იარსებებდა.       ( 5 წთ)

აქტივობა VIII  შეფასება და საშინაო დავალების მიცემა

      მოსწავლეები ფასდებიან შესაბამისი შეფასების რუბრიკით
რომელსაც ეცნობიან გაკვეთილის დაწყების მომენტში

     ეძლევათ  დავალება:   რა გავლენას ახდენს მავნე ნივთიერებები ნერვულ და ჰუმორულ რეგულაციებზე
                                ( 3 წთ )









9.  გაკვეთილისათვის საჭირო რესურსები

პროექტორი  ,  დაფა , ცარცი , სახელმძღვანელო. ფურცლები ,
საექსპერიმენტო ნიმუში,  სახატავი ფურცლები, ნერვული სისტემის ტაბულა, მუხლის რეფლექსის ნახატი .








შეფასების რუბრიკა
შედეგები
1–2
3–5
6–7
8–10
 აქტიური მონაწილეობა
 არ არის ჩართული
 პერიოდულად ერთვება, მაგრამ არა ნაყოფიერად
 აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
 აქტიურია, კონცტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი

პრეზენტაციის  უნარი
 აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
 ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
 იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
 გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
 ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი დამაჯერებელი, არგუმენტირებული
 კონცენტრირება სამუაოზე
 ვერ ახერხებს კონცენტრირებას
 ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
 ძირიტადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულის სამუსაოზე
 სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
 არ უსმენს სხვების აზრებს, აწყვეტინებს
 ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს
 უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
 ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია

თვითშეფასება : გაკვეთილი მიმდინარეობდა  პოზიტიურ გარემოში, მოსწავლეები თავს გრძნობდნენ თავისუფლად , მეგობრული დამოკიდებულება  ჰქონდათ ერთმანეთთან . სრულად გამოავლინეს საკუთარი ცოდნა  მასალისადმი,  მიზანი , რაც დაგეგმილი მქონდა მიღწეული იქნა.  კოლეგების შეფასება იყო მაქსიმალური.


კრიტიკული მეგობარი: გაკვეთილმა ჩაიარა საინტერესოდ . თემა ფრიად საინტერესო იყო , მოსწავლეები ძალიან აქტიურობდნენ და მათი ჩართულობა იყო მაღალი , ყველა აქტიურობდა . დრო იყო ძალიან კარგად გათვლილი და დაგეგმილი. 
























Комментариев нет:

Отправить комментарий