თარგმანი

вторник, 2 февраля 2016 г.

მე-10 კლასის მშობელთა კრების ოქმი 2016 წელი


მშობელთა კრების ოქმი



2016 წელს 28 იანვარს ჩატარდა ჭალის საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მშობელთა კრება. კრებას ესწრებოდა 16 მშობელი.
დღის წესრიგი: 
1.      1 სემესტრის აკადემიური მიღწევების გაცნობა
2.      2016  სასწავლო წლის ამოცანები
3.      მოსწავლეთა დისციპლინური გადაცდომების გაცნობა.
მომხსენებელი :  კლასის ხელმძღვანელი : ნ აბაშიძე

1.      1 სემესტრის აკადემიური მოსწრების გაცნობა
მოისმინეს კლასის ხელმძღვანელის ანგარიში 1 სემესტრის მიმდინარეობის შესახებ, რა წარმატებებით  დასრულდა და რით გამოირჩეოდა იგი. რა იყო გამოსასწორებელი . გააცნო აკადემიური მოსწრების შესახებ , დაურიგდათ სათითაოდ თითოეული მოსწავლის ნიშნები.
გამოთქვეს თავისი აზრი : ჩხიტუნიძემ,  ხვედელიძემ. აღნიშნეს რომ მასწავლებლებმა ხშირად გამოკითხონ მათ შვილებს გაკვეთილები და წარუმატებლობის შემთხვევაში აცნობონ მშობელს. რათა  დაეხმარონ მათ  მაღალი ნიშნების მიღებაში.
2.      2016 წლის ამოცანები
ისაუბრა კლასის ხელმძღვანელმა: დაგეგმილი გვაქვს ამ სემესტრში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა კლასგარეშე აქტივობებში, დაგეგმილ ღონისძიებებში,  წლის ბოლოს დაგეგმილი გვაქვს ექსკურსია, ლაშქრობის მოწყობა სოფ. სპეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში.
3.       მოსწავლეთა დისციპლინური გადაცდომების გაცნობა.
მოისმინეს ასევე კლასის ხელმძღვანელის მოხსენება მოსწავლეთა დისციპლინის შესახებ . გასული წელი არ გამოირჩეოდა ამ მხრივ, ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა იმისა რომ ამ სემესტრში მისი ძალისხმევითა და მოსწავლეთა მონდომებით  ჩაივლის წელი  უპრობლემოდ  და  დისციპლინური გადაცდომების  გარეშე
რასაც მშობლები დაეთანხმნენ და დახმარება აღუთქვეს ხელმჯძღვანელს.


გამოთქვეს თავისი აზრი მშობლებმა : ჭიტაძემ,  ბახტურიძემ , შუბითიძემ, გულიაშვილმა, ჩხეიძემ , სადღობელაშვილმა . მადლობა გადაუხადეს კლასის ხელმძღვანელს გაწეული მუშაობისათვის და  მათი შვილების დახმარებისათვის  , აღნიშნეს ისიც , რომ ხელმძღვანელი ხშირად ატარებს კლასის კრებებს და აცნობს მათ მათი შვილების მიღწევებს , რითაც კმაყოფილები არიან.


კრების თავმჯდომარე :    ტ. ხვედელიძე






Комментариев нет:

Отправить комментарий