თარგმანი

вторник, 1 марта 2016 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგია-ისტორია

ღია სამოდელო  გაკვეთილი
 ბიოლოგია-ისტორია
კლასი VI
2016 წელი   29 თებერვალი


გაკვეთილის თემა
ეკოლოგიური ფაქტორები, საქართველოს ნაკრძალები
2. სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო
კლასი VI
 3. საგანი; მასწავლებლის სახელი, გვარი
ბიოლოგია-ისტორია
ბიოლოგიის მასწავლებელი : ნინო  აბაშიძე
ისტორის მასწავლებელი:  მაია გოშაძე
4. მოსწავლეთა რაოდენობა
14 მოსწავლე
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთარაოდენობა და პროფილი
1 მოსწავლე





6 . გაკვეთილის ორგანიზება
ინდივიდუალური , ჯგუფური
 ღია გაკვეთილს ეთმობა   2 გაკვეთილი
 7. სასწავლო მიზნები
ბიოლოგია
მოსწავლე ახასიათებს ეკოლოგიურ ფაქტორებს ,  საქართველოს ეკოსისტემებს , გარემოს დაბინძურების ფაქტორებს და ეძებს მის გადაჭრის გზებს , მოპოვებულ ინფორმაციას წარმოადგენს დიაგრამების,  ნახატებისა და სლაიდების სახით
ისტორია
 მოსწავლე ახასიათებს საქართველოს ბუნებრივ რესურსებს , აღწერს მის მნი შვნელობას ადამიანისათვის ,  ასახელებს საქართველოს ნაკრძალებს და ახასიათებს მათ .
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ბიოლოგია
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ბუნ.VI.1 მოსწავლე შეუძლია ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს მარტივი კვებითი კავშირები.
ბუნ.VI.2.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ტიპობრივი  ეკოსისტემები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე ადგენს მარტივ კვებით ჯაჭვებს
·      გამოყოფს ეკოსისტემებს და მათ ცალკეულ კომპონენტებს ნაცნობ გარემოში;
·      ამოიცნობს მის მხარეში ფართოდ გავრცელებულ მცენარეებს, ასევე, წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებს, შხამიან სოკოებსა და მცენარეებ, საშიშ ცხოველებ;
·      ამოიცნობს საქართველოსათვის ტიპობრივ ეკოსისტემებს (მაგ., ტყ, მდელო, მთ, ზღვ) მცენარისა  და ცხოველის ზოგიერთი სახეობის მიხედვით;
·      აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემო ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ, მსჯელობს შედეგებზე და ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს.

ისტორია
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

აზ. მეც.V-VI.12. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.
აზ. მეც.V-VI.13. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
·       ირჩევს რომელიმე ბუნებრივ რესურსს და მსჯელობს მის მნიშვნელობაზე  რეგიონის განვითარებისთვის;
·         მსჯელობს წყლის რესურსი რაციონალურ გამოყენებაზე და დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე;
·        ასახელებს ტყის გამოყენების განსხვავებულ სახეებს;
·        გამოყოფს ტყით სარგებლობის გარემოსათვის უსაფრთხო ფორმებს;

9. წინარე ცოდნა
ბიოლოგია
მოსწავლებმა იციან თითეულ  ეკოლოგიური ფაქტორის შესახებ,  მსჯელობენ მათში მიმდინარე პროცესების შესახებ, აგებენ მარტივ კვებით  ჯაჭვებს,
ისტორია
მოსწავლეებმა იციან ბუნებრივი რესურსების შესახებ, რომელია  შავი და ფერადი ლითონები , იციან ტყის  როლი  ბუნებაში , იცნობენ ბუნებრივი რესურსების მოპოვების ადგილებს  და  მათი გამოყენების მეთოდებს
.10.  გაკვეთილის მიმდინარეობა (  აქტივობები)
ბიოლოგია
აქტივობა  1   გონებრივი იერიში

მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს.
რას შეისწავლის ეკოლოგია . ჩამოთვალეთ ეკოლოგიური ფაქტორები, დაასახელეთ ეკოსისტემები, როგორ არიან ეკოსისტემებში ორგანიზმები დამოკიდებული ერთმანეთთან, რომელი ორგანიზმი დგას კვებითი ჯაჭვის პირველ რგოლში და რატომ , რა მნიშვნელობა აქვს მას ბუნებაში  და ადამიანისათვის.     5 წთ
აქტივობა  II     პრეზენტაცია

მოსწავლები წინასწარ დაყოფილი არიან ჯგუფებად , სულ 3 ჯგუფი , რომელთაც მიცემული ჰქონდათ დავალებები მოეძებიათ ინფორმაციები ეკოლოგიური ფატორების ასევე  საქართველოს ეკოსისტემების  შესახებ და წარმოედგინათ სლაიდ -შოუს სახით
1 ჯგუფი -- აბიოტური ფაქტირები
2 ჯგუფი-- ბიოტური ფაქტორები
3  ჯგუფი ანთროპოგენული ფაქტორები
თითოეულ ჯგუფს ეძლევა პრეზენტაცისთვის 7 წთ ( 21 წთ )

გარემოს დაბინძურების შესახებ პრეზენტაციას აკეთბს ყველა ჯგუფი . თითოეული ჯგუფის მოსწავლები წარმოადგენენ ნახატებსა და პლაკატებს   გარემოს დაბინძურების შესახებ . ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენებ ვიდეო  ფილმს, რის შემდეგაც მიმდინარეობს ფილმის განხილვა და სავარაუდო გადაჭრის გზების ძიება.  ( 5 წთ)



აქტივობა  III       მეორე დავალების პრეზენტაცია

1 ჯგუფი--- ჭალის ტყე
2 ჯგუფი ---კოლხური ტყე
3 ჯგუფი---მთის ტყე
5 წთ
   აქტივობა  IV   დავალებები ჯგუფში

თითოეულ ჯგუფს ეძლევა  დავალებები.  2 წთ
მოსწავლეები აკეთებენ  პრეზენტაციას     4 წთ

აქტივობა V შეჯამება
ბოლოს ხდება გაკვეთილის შეჯამება
 T დიაგრამის საშუალებით მოსწავლეები  ჩამოწერენ ადამიანის უარყოფით და სასარგებლო ჩარევას ბუნებაზე. 2წთ

აქტივობა  VI   შეფასება
    მოსწავლეები ფასდებიან შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებით   ბოლოს ვაძლევ საშინაო დავალებას 1 წთ
მოიძიეთ ინფორმაციები შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ

ისტორია
აქტივობა  I    გონებრივი იერიში

      რა არის ბუნებრივი რესურსი, რამდენი ტიპის ბუნებრივი რესურსი არსებობსროგორ გამოიყენებს ადამიანი ბუნებრივ რესურსებს, რა არის რაციონალური და არარაციონალური ბუნებრივი რესურსი, ახდენს თუ არა ადამიანი ბუნებრივი რესურსის მეორად გადამუშავებას ?       7წთ

აქტივობა II პრეზენტაცია

     მოსწავლები ჯგუფებში წარმოადგენენ  მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაციას
1 ჯგუფი---სასარგებლო წიაღისეული
2 ჯგუფი---მიწის რესურსები
3 ჯგუფი---ტყის რესურსები

მოსწავლები პრეზენტაციასთან ერთად უჩვენებენ ინტერნეტის საშუალებით შექმნილ სლაიდ- შოუს  15 წთ

აქტივობა III   მუშაობა ჯგუფებში

ამის შემდეგბს ეძლევათ დავალებები
1 ჯგუფი--კონტურულ რუკაზე მოიძიონ ის ადგილები ,სადაც მოიპოვება სათბობ - ენერგეტიკული , ლითონური და არალითონური რესურსები საქრთველოს ტერიტორიაზე
2  ჯგუფი---სად არის გავრცელებული მეტად მიწის

3 ჯგუფი ---რუკაზე იპოვონ დაცული ტერიტორიები       
 5წთ
 პრეზენტაცია  5წთ
აქტივობა- IV წყლის რესურსები

წყლის რესურსების შესახებ მოსწავლეებს ვაძლევ კითხვებს
რა არის წყალსაცავი, რა რაოდენობის მდინარებია საქართველოში, იცნობენ თუ არა სასმელ და მინერალურ წყლებს , სად მოიპოვება მინ . წყლები ჩამოთვალეთ ეს ადგილები.    6 წთ

აქტივობა გაკვეთილის  შეჯამება

რომელი ბუნებრივი რესურსები ვისწავლეთ და როგორ გამოიყენებთ თქვენ ამ რესურსებს? 6 წთ

აქტივობა VI  შეფასება და საშინაო დავალების მიცემა

   მოიძიეთ ინფორმაციები საქართველოს მთიანეთის შესახებ
1წთ
9.  გაკვეთილისათვის საჭირო რესურსები
პროექტორი  ,  დაფა , ცარცი , სახელმძღვანელო. ფურცლები ,
სახატავი ფურცლები, პლაკატები.














შეფასების რუბრიკა
შედეგები
1–2
3–5
6–7
8–10
 აქტიური მონაწილეობა
 არ არის ჩართული
 პერიოდულად ერთვება, მაგრამ არა ნაყოფიერად
 აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
 აქტიურია, კონცტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი

პრეზენტაციის  უნარი
 აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
 ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
 იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
 გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
 ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი დამაჯერებელი, არგუმენტირებული
 კონცენტრირება სამუაოზე
 ვერ ახერხებს კონცენტრირებას
 ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
 ძირიტადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულის სამუსაოზე
 სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
 არ უსმენს სხვების აზრებს, აწყვეტინებს
 ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს
 უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
 ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია

თვითშეფასება : ჩატარებული  გაკვეთილით კმაყოფილი ვარ, იაქტიურეს მოსწავლეებმა  და თავი მაქსიმალურად წარმოაჩინეს .  გაკვეთილის რეფლექსიის ფაზაზე მოსწავლეებმა  კარგად დააკავშირეს როგორც ბიოლოგიაში  ისე ისტორიაში ნასწავლი მასალა ერთმანეთთან და გააკეთეს  დასკვნა.
კრიტიკული მეგობარი: ჩატარებული  ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა და ისტორიაში  , რომლის თემა იყო „ ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში  „ კარგად იყო ორგანიზებული  და  მრავალფეროვანი აქტივობებით დტვირთული, გამოირჩეოდა ბიოლოგიის პედაგოგის ნინო აბაშიძის მიერ შერჩეული აქტივობები, თანხვედრი იყო მოსწავლეთა გონებრივ შესაძლებლობებისა . მოსაწონი იყო მოსწავლეთა  მიერ გაკეთებული დასკვნები  საქართველოს ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით , პარალელი მშობლიურ სოფლის ბუნებრივ რესურსებთან . საბოლოოდ იკვეთება მოსწავლეთა  მიერ  თემის ირგვლივ არსებულ საკითხებთან  დაკავშირებით სიღრმისეული ცოდნა. გამოყენებული იყო    მრავალფეროვანი  აქტივობები მათ  შორის ინტერნეტიდან მოძიებული  მასალები , ნახატები.
საინტერესოდ იყო შერჩეული სსსმ მოსწავლისათვის შესაბამისი დავალება , რომლის შესრულებასაც მოსწავლემ  კარგად გაართვა თავი.
თემა შევსებულ იქნა ისტორიის მასწავლებლის მიერ . შედარებით ნაკლები დაინტერესება იკვეთებოდა მოსწავლეთა მხრიდან ისტორიული თავსაზრისისთ . მიუხედავად ამისა მისაბაძია ნ. აბაშიძისა და მ. გოშაძის კოლეგიალობა . იმედს ვიტოვებ ასეთი ერთობლივი თანამშრომლობით   აღნიშნული ნაკლოვანებები აღმოიფხვრება . მე , სასწავლო მენეჯერი, კმაყოფილინ ვარ და მადლობას ვუხდი პედაგოგებს გამოჩენილი პასუხისმგებლობისათვის







შედეგები
1–2
3–5
6–7
8–10





 აქტიური მონაწილეობა
 არ არის ჩართული
 პერიოდულად ერთვება, მაგრამ არა ნაყოფიერად
 აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
 აქტიურია, კონცტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი






პრეზენტაციის  უნარი
 აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
 ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
 იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
 გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
 ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი დამაჯერებელი, არგუმენტირებული





 კონცენტრირება სამუაოზე
 ვერ ახერხებს კონცენტრირებას
 ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
 ძირიტადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულის სამუსაოზე





 სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
 არ უსმენს სხვების აზრებს, აწყვეტინებს
 ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს
 უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
 ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია






ბიოლოგია
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ბუნ.VI.1 მოსწავლე შეუძლია ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს მარტივი კვებითი კავშირები.
ბუნ.VI.2.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ტიპობრივი  ეკოსისტემები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე ადგენს მარტივ კვებით ჯაჭვებს
·      გამოყოფს ეკოსისტემებს და მათ ცალკეულ კომპონენტებს ნაცნობ გარემოში;
·      ამოიცნობს მის მხარეში ფართოდ გავრცელებულ მცენარეებს, ასევე, წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებს, შხამიან სოკოებსა და მცენარეებ, საშიშ ცხოველებ;
·      ამოიცნობს საქართველოსათვის ტიპობრივ ეკოსისტემებს (მაგ., ტყ, მდელო, მთ, ზღვ) მცენარისა  და ცხოველის ზოგიერთი სახეობის მიხედვით;
·      აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემო ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ, მსჯელობს შედეგებზე და ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს.

ისტორია
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

აზ. მეც.V-VI.12. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.
აზ. მეც.V-VI.13. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
·       ირჩევს რომელიმე ბუნებრივ რესურსს და მსჯელობს მის მნიშვნელობაზე  რეგიონის განვითარებისთვის;
·         მსჯელობს წყლის რესურსი რაციონალურ გამოყენებაზე და დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე;
·        ასახელებს ტყის გამოყენების განსხვავებულ სახეებს;
·        გამოყოფს ტყით სარგებლობის გარემოსათვის უსაფრთხო ფორმებს;











 

Комментариев нет:

Отправить комментарий