თარგმანი

четверг, 22 мая 2014 г.

ღია გაკვეთილი



ღია    გაკვეთილი    ბიოლოგიაში
გაკვეთილის თემა
ეკოლოგიური პრობლემები, გლობალური დათბობა
სწავლების საფეხური

საბაზო  IX  კლასი
საგანი , მასწავლებლის სახელი, გვარი
ბიოლოგია
ნინო აბაშიძე
მოსწავლეთა რაოდენობა
24 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე  მოსწავლეთა  რაოდენობა

არ არის
სასწავლო მიზნები
1.საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია 
2,მოსწავლეების ინტერესების გაღვივება,საკუთარი აზრის გამოთქმის, არგუმენტაციის, მოსმენის, მსჯელობის და დისკუსიის  საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების  განვითარება.
3.ინფორმაციის მოპოვების , ორგანიზებისა და კლასიფიკაციის უნარის განვითარება
4.გლობალური პრობლემის გაცნობა , მათი წარმოშობისა და  განვითარების სივრცითდროითი ასპექტების განსაზღვრა
5.პრობლემის ანალიზი და მათი მოგვარების სავარაუდო გზების დასახვა და მისი განვითარების მოდელის შექმნა
6.ინფორმაციის ინტერპრეტაცია და მათი სხვადასხვა სახით გამოსახვის უნარის განვითარება

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ბოლო წლებში მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მეტად აქტუალური გახდა გლობალური პრობლემები. მოსწავლეები გაანალიზებენ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ინფორმაციას  და მისი თანამედროვე მდგომარეობის შესახებ  შეაფასებენ  საზოგადოების წინაშე მდგარ ეკოლოგიურ  თუ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.  დასახავენ სამომავლო გზებს. ინფორმაციების საშუალებით ასახავენ მსოფლიო ტერიტორიებს და მათ გლობალურ პრობლემებს
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან თუ რას შეისწავლის  ეკოლოგია , რა არის ეკოლოგიური  ფაქტორები , რა როლი აკისრია  ცოცხალ ორგანიზმებს  ბუნებაში. ფოტოსინთეზი და მისი მნიშვნელობა.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი და ინდიკატორი
IVეკოლოგია
ადამიანის საქმიანობის გავლენა გარემოზე
ბიოლ.IX 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობ ადამიანის  ჯანმრთელობისათვის
ბიოლ.IX 9.1. აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე  ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების შესახებ, მასალას წარმოადგენს რეფერატის , ფოტომასალის  ან ჩანახატების სახით
ბიოლ. IX.9.2. ასახელებს ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად გარემოს ( ლოკალური და გლობალური )  ისეთი ცვლილებების მაგალითებს, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოთქვამენ მოსაზრებას ამ პრობლემის პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ
ბიოლ.IX.9. 3. მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის  და აკეთებს დასკვნებს
ბიოლ.IX 9.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა  საკოლუნიკაციო საშუალების გამოყენებით
ბიოლ.IX.9.5. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანლიზი და შეფასება
     გაკვეთილის თანამიმდევრობა
( აქტივობები და დრო)
აქტივობა 1. გონებრივი იერიში
მასწავლებელი სვამს კითხვებს წინარე ცოდნის შესამოწმებლად. რას შეისწავლის  ეკოლოგია, ჩამოთვალეთ ეკოლოგიური ფაქტორები ,  რა მნიშვნელობა აქვს მწვანე საფარს ბუნებაში , რა როლი აკისრია ადამიანს ბუნებაში , როგორ ცვლის იგი გარემოს

მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს

აქტივობა 2.   ჯგუფების მიერ მომზადებული , მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაცია

I ჯგუფი---- ეკოლოგიური პრობლემები დედამიწაზე
  სლაიდ-შოუ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.

II ჯგუფი----- გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები , ვიდეოს ჩვენება globaluri datboba

III ჯგუფი ____  როგორ აისახება გლობალური დათბობა ადამიანის ჯანმრთელობაზე

აქტივობა 3.  დისკუსია

სადისკუსიო თემა :   რა უფრო რაციონალურია : გლობალური დათბობის შეჩერება  ან შემოტრიალების მცდელობა  თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი

აქტივობა 4.  დისკუსიის შეჯამება

მოსწავლეები აჯამებენ მოძიებულ ინფორმაციებს  და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს ბუნების ჩენარჩუნებისა და მისი გადარჩენისათვის
მოსწავლეებს შექმნილი აქვთ ბუკლეტები  გლობალური დათბობის გამომწვევი მეზეზების  , შედეგებისა და მისი მოგვარების გზების შესახებ . გამოთქვამენ  აზრს , რომ მისი დარიგებით მოსახლეობაში   ადამიანები გაეცნობიან გლობალური დათბობის სავალალო შედეგებს გაითავისებენ მის არსს . რითაც  ამაღლდება მათი ცნობიერება.
შეფასება
განმსაზღვრელი , განმავითარებელი
სასწავლო რესურსები
 სახელმძღვანელო ,  დაფა , ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი , პლაკატები, რვეულები.









შეფასების ცხრილი
შედეგები
1–2
3–5
6–7
8–10
 აქტიური მონაწილეობა
 არ არის ჩართული
 პერიოდულად ერთვება, მაგრამ არა ნაყოფიერად
 აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
 აქტიურია, კონტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
 აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
 ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
 იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
 გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
 ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი დამაჯერებელი, არგუმენტირებული
 კონცენტრირება სამუსაოზე
 ვერ ახერხებს კონცენტრირებას
 ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
 ძირიადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულის სამუაოზე
 სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
 არ უსმენს სხვების აზრებს, აწყვეტინებს
 ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს
 უსმენს სხვების აზრებს და ცდილობ იყოს კორექტული
 ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია















































Комментариев нет:

Отправить комментарий