თარგმანი

четверг, 22 мая 2014 г.

ღია გაკვეთილი X კლასში

ღია გავეთილი X კლასი თემა უჯრედი



                                

 ღია   გაკვეთილი

 

 რა არის უჯრედი
2013 წელი  30 ოქტომბერი
გაკვეთილის მთავარი თემა
რა არის უჯრედი?
სწავლების საფეხური
X კლასი
მოსწავლეთა  როდენობა
30  მოსწავლე
გაკვეთილის
მნიშვნელობა / აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან უჯრედის აგებულებასა და ქიმიურ შედგენილობას. გაანალიზებენ მცენარეულ და ცხოველურ უჯრედს შორის მსგავსება-განსხვავებას.ცხოველური უჯრედის შემადგენელ ორგანოიდებს
გაკვეთილის მიზნები დაშედეგები
  • მიზანი:  მცენარეული და ცხოველური  უჯრედების გაცნობა, მათ შორის მსგავსება-განსხვავების განსაზღვრადროებითი პრეპარატის დამზადება და მუშაობა სინათლის მიკროსკოპთანტექნოლოგიების მნიშვნელობა უჯრედის შესწავლაში.
  • მისაღწევი შედეგი: მოსწავლე აკავშირებს უჯრედის სტრუქტურას ფუნქციასთან.მოსწავლეები განივითარებენდაკვირვების, ანალიზის,კრიტიკული ანალიზის, მასალის მოძიების და ინტერპრეტაციის უნარებს.ისინი მიეჩვევიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას, გაუღვივდებათ ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ; გაუჩნდებათ ინტერესი ისტ-ის გამოყენებით მოიძიონ დამატებითი ინფორმაციები.ეუფლებიან მიკროსკოპთან მუშაობის წესებს. დაამზადებენ დროებით პრეპარატს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა უკვე იციან უჯრედული თეორია
ინდიკატორი
  •  ილუსტრაციების საშუალებით იკვლევს სხვადასხვა სახის უჯრედის აგებულებას, ასახელებს მათ მსგავს და განსხვავებულ სტრუქტურებს.
  • მიღებულ შედეგებს გამოსახავს გრაფიკულად, იყენებს ვენის დიაგრამას; აღწერს კვლევის ეტაპებს;
  •  ახდენს მონაცემთა აღრიცხვასა და ანალიზს;
  • მოიძიებს მასალას უჯრედის შესწავლაში ტექნოლოგიების მნიშვნელობის შესახებ;
  • მუშაობს მიკროსკოპთან და ამზადებს დროებით პრეპარატს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
პროექტორი, კომპიუტერი,სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ავტოკალამი, თაბახი,
გაკვეთილის
 მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება –3 წთ;
2.
გონებრივი იერიში – 15 წთ
მოსწავლეებში ინტერესის გამოწვევისა და ძველი და ახალი მასალის ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით  დავსვამ შეკითხვებს უჯრედის ირგვლივ.
3.პრეზენტაცია – 10წთ
მასწავლებლის მიერ ახალი მასალის ახსნა პრეზენტაციის  ახით (P. point)
4.დავალება – 10წთ
 მოსწავლეები კომპიუტერში ვენის დიაგრამების გამოყენებით ახდენენ  ცხოველური და მცენარეული უჯრედების შედარებას და მათ შორის მსგავსება განსხვავების დადგენას
5.გამთლიანება – 7 წთ
        გაკვეთილის შეჯამება; დასკვნების გამოტანა, საშინაო დავალების მიცემა, შეფასება ( განმსაზღვრელი)
შეფასების რუბრიკა----
კომპონენტები

საშუალოზე დაბალი
1-2-3-4
საშუალო
5-6
საშუალოზე მაღალი
7-8
მაღალი
9-10
 კვლევის მიზნის განსაზღვრა

არასწორად აყალიბებს მიზანს
ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მიზანს
აყალიბებს მიზანს
სრულყოფილად აყალიბებს მიზანს, განსაზღვრავს სპეციფიკურ დეტალებს
საჭირო ინვენტარის განსაზღვრა

არასწორად ჩამოთვლის საჭირო მასალებს
ჩამოთვლის საჭირო მასალებს
ჩამოთვლის ძირითად საჭირო მასალას
ჩამოთვლის ყველა საჭირო მასალას და აღჭურვილობას
 კვლევის მიმდინარეობის აღწერა

არასწორად ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებს
ჩამოთვლის კვლევის პროცესის ზოგიერთ ეტაპს
ჩამოთვლის კვლევის პროცესის ძირითად ეტაპებს
დეტალურად ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებს
 მონაცემთა აღრიცხვა და ანალიზი

აღრიცხავს არასწორ მონაცემებს და ვერ აკეთებს მონაცემთა ანალიზს
მონაცემებს ნაწილობრივ ნაწილობრივ და უსისტემოდ აღრიცხავს; აკეთებს მონაცემთა ნაწილობრივ ანალიზს
 მონაცემებს სრულად, მაგრამ უსისტემოდ აღრიცხავს და აკეთებს მონაცემთა ანალიზს
 მონაცემებს სრულად და სისტემურად აღრიცხავს; აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით.
 ბიოლოგიის    მასწავლებელი :  ნ. აბაშიძე   ninoabashidze43@gmail.com                                                                                                                      კრიტიკული მეგობარი:  დროს სწორად ანაწილებს, აქტიურად იყენებს  საწავლო და დამხმარე რესურსებს  დისციპლინა  და  დაინტერესება მაღალია . კარგად აკავშირებს ძველ  და ახალ მასალას  ერთმანეთთან . უმაღლეს დონეზე  და მოსწავლეებისათვის გასაგებ ენაზე ხსნის ახალ მასალას . ხელს უწყობს მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებას, დამოუკიდებელ  და კრიტიკულ აზროვნებას . უვითარებს მოსწავლეებს თვითშეფასებისა და სხვათა შეფასების უნარს

თვითშეფასება:   მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში.საშუალება ჰქონდათ საკუთარი თავი მაქსიმალურად  წარმოეჩინათ.ვფიქრომ რომ ყველამ ეს ვერ მიახერხა, მომავლისთვის შევეცდები მივცე თითოეულ მათგანს თავისი შესაფერისი დავალებები



 


Комментариев нет:

Отправить комментарий